ერთი თვის წინ გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხმიანებოდა სლოგანს – “იფიქრე თანასწორად, ააგე გონივრულად, განაახლე ცვლილებებისთვის” (“Think equal, build smart, innovate for change”). შეხვედრის ორგანიზატორები და ინიციატორები იყვნენ გაერთიანებული ერების ადმინისტრაცია საქართველოში; საქართველოს პრეზიდენტის აპარატის თანხლებით, გენდერული თანასწორობის კომიტეტი, ნორვეგიისა და შვედეთის მთავრობა, “ინოვაციების მხარდამჭერი ფონდი” და ტექნოლოგიების შემქმნელი ქალების საზოგადოება (Women Techmakers).
“ტექნოლოგია ჯერ კიდევ ის სფეროა, სადაც კაცები დომინირებენ და ქალები ნაკლებად სასურველი კადრები არიან” – თქვა ლუისა ვინტონმა, გაერთიანებული ერების წარმომადგენელმა საქართველოში. “ჩვენი გზავნილია ის, რომ ქალები მაქსიმალურად ჩაერთონ ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო სფეროში. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც ახლა მსოფლიოს წინაშეა”.
მსოფლიოს თუ ვახსენებთ იმ უსიამოვნო სტატისტიკასაც თუ დავურთავთ, რომელიც ამ სფეროში ქალების ჩართულობას აჩვენებს უინტერესო არ იქნება. ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ ეს სივრცე საკმაოდ მერიტოკრატიულია და სტეროტიპებისგან დაცული, თუმცა ჟურნალი The Economist-ის სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს. ამერიკაში ტექნოლოგიურ და ინჟინერულ საქმიანობაში მხოლოდ 25% არის მდედრობითი სქესის, სიტუაცია უფრო უარესდება, როცა გენდერულ ნიშანს რასისტული და ეთნიკური ერთვის. შავკანიანი ქალბატონების მხოლოდ 3% ოპერირებს ამ სფეროში, ხოლო ლათინო-ამერიკელების მონაწილეობა 1%-ს არ სცდება.
ბუნებრივია ეს პრობლემა მხოლოდ ამერიკაზე არ ვრცელდება და გლობალურ ხასიათს იძენს. ბრიტანეთი ევროპისთვის ერთგვარი ტექნოლოგიური ცენტრია და მასში დასაქმებული ადამიანებიდან, მხოლოდ 15 %-ია ქალი.(სამეცნიერო, ტექნოლოგიური, ინჟინერული და მათემატიკურ სფეროები -STEM) აქედან კი მხოლოდ 5 % იკავებს წამყვან პოზიციებს. შესაბამისად საქართველოში ჩატარებული შეხვედრის ერთ-ერთი მიზანიც ამ სტატისტიკის შეცვლა და ამ სფეროთი დაინტერებული ქალებისთვის შთაგონების შექმნაა.
შეხვედრაზე აუდიტორიის წინაშე, ერთგვარი შთამაგონებელი სპიკერები წარსდგნენ, რომელთა შორის იყვნენ: ლუისა ვინტონი- გაერთიანებული ერების ხელმძღვანელი საქართველოში, თამარ ჩუგოშვილი- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ულრიკ ტიდერსტორმი- შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ქეთევან მახარაშვილი- პრეზიდენტის მრჩეველი გენდერულ თანასწორობის საკითხებში, ერიკა კვიპილოვა- გაეროს ქალთა ორგანიზაციიის წარმომადგენელი და მარიამ ლაშხი- საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.
შეხვედრაზე განიხილეს მიღწევები ტექნოლოგიურ, მეცნიერულ, ინჟინერულ და მათემატიკურ სფეროებში, სადაც მთავარი აქტორები ქალები იყვნენ.
აუდიტორიის წინაშე გამოვიდა სხვადასხვა სპიკერი, რომელიც განსხვავებულ სფეროებს წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ: ნანა დიხამინჯია – კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი სან დიეგოს უნივერსიტეტში, ნათია ნინიკელაშვილი – შემქმნელი და დამფუძნებელი ონლაინ მომსახურეობის სისტემისა spolidan.ge, მარიამ რუსიშვილი – CEO და დამფუძნებელი QUICK|CASH AI-ისა და სხვ.