საუკუნეზე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს ოთახის ტემპერატურის პირველი სუპერგამტარი, რომელიც მუშაობს ოთახის ტემპერატურაზე.
მასალის ზეგამტარობა 15°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მუშაობს, რის შესახებაც მოხსენება ფიზიკოსმა რანგა დიასმა და მისმა კოლეგებმა როჩესტერის უნივერსიტეტიდან გააკეთეს 14 ოქტომბერს.
დიასმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ზეგამტარობა ორი ალმასის ნაწილაკებს შორის ნახშირბადის, წყალბადის და გოგირდის დაჭერით, ასევე, ლაზერის შუქით მასალაზე ქიმიური რეაქციების წარმოქმნით. როდესაც მეცნიერებმა მასალა მაგნიტურ ველში მოათავსეს, დარწმუნდნენ, რომ მისი სუპერგამტარად ქცევისათვის დაბალი ტემპერატურა იყო საჭირო. გუნდმა, ასევე, გამოიყენა რხევითი მაგნიტური ველი აღნიშნულ მასალაზე, რამაც აჩვენა, რომ როდესაც მასალა სუპერგამტარი გახდა მან განდევნა არსებული მაგნიტური ველი საკუთარი შიდა სივრციდან, ეს კი სუპერგამტარობის კიდევ ერთი მტკიცებულება გახდა.
თუ ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი შეიძლება გამოიყენონ ატმოსფერულ წნევაზე, მას შეუძლია დაზოგოს დიდი რაოდენობით ის ენერგია, რომელიც მან წინააღმდეგობის გაწევისას ელექტროენერგიის ქსელში დაკარგა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ აღმოჩენას შეუძლია გააუმჯობესოს ამჟამინდელი ტექნოლოგიები, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატები, კვანტური კომპიუტერები და მაგნიტურად ლევიტირებული მატარებლები. დიასი ამბობს, რომ კაცობრიობა შესაძლოა „სუპერგამტარი საზოგადოება“ გახდეს.