საქსტატი: მამაკაცებისა და ქალების საშუალო ხელფასი 2019

2019 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასი 1179 ლარი და 80 თეთრი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 76.3 ლარით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის თანხმად კაცების მიერ მიღებული ხელფასები საშუალოდ 1419.8 ლარია, ხოლო ქალების- 913.5, რაც 506.3 ლარით ნაკლებია მამაკაცების ანაზღაურებაზე. ეს სტატისტიკა არ მიანიშნებს იმაზე, რომ ერთი და იმავე პოზიციაზე მყოფ მამაკაცებს და ქალებს სხვდასხვა ანაზღაურება აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ქალების მიერ შესრულებული მთლიანი სამუშაო, შეეფარდება კონრტაქტით დასაქმებული ქალების რაოდენობას. ერთ-ერთი დასკვნა რაც ამ სტატისტიკიდან შეიძლება გამოვიტანოთ, არის ის რომ ქალები უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციაზე მუშაობენ ვიდრე მამაკაცები.

2019 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში ხელფასი 90.7 ლარით გაიზარდა და 1241.1 ლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ხელფასი სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში დასაქმებულებში დაფიქსირდა (საშ. 2138.1 ლარი), ასევე მაღალანაზღაურებადი აღმოჩნდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგები (1804.0 ლარი).

წყარო. bm.ge

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.