საქსტატი: საქართველოში წლიური ინფლაციის დონე შემცირდა

საქსტატმა ინფლაციის დონის ყოველთვიური შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა. ეს მაჩვენებელი  2019 წლის ოქოტმბრის მონაცემებთან შედარებით (წლიური ინფლაცია 6.9%), მნიშვნელოვნად ნაკლებია, რაც ეკონომიკურ პროგრესზე მეტყველებს.

2020 წლის სექტემბერთან შედარებით, როდესაც თვიური ინფლაცია 0.7%-ს შეადგენდა, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 0.8%-მდე გაიზარდა.

საქსტატის შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში საბაზო ინფლაცია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია სამომხმარებლო კალათაში შემავალმა შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებმა – ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; განათლება; ტრანსპორტი; ჯანმრთელობის დაცვა; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები.

2020 წლის სექტემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასებმა მოიმატა,ზრდამ კონკრეტულად 5.6% შეადგინა. ფასები გაიზარდა განათლებაზე (1.5%-ით), საოჯახო ნივთებსა (1.3%-ით) და ჯანდაცვაზე (1.2%-ით). უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერთან შედარებით, ფასები მხოლოდ სასტუმროებისა და კაფე-რესტორნების მომსახურეობაზე შემცირდა და ამ ცვლილებამ 0.6% შეადგინა.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენის მქონე ჯგუფებს, ესენია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ჯანმრთელობის დაცვა; ტრანსპორტი; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო.

კერძოდ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასებმა ყველაზე მეტად სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში მოიმატა და 9.4% შეადგინა. ფასები გაიზარდა საოჯახო ნივთებზე (9.1%-ით), ჯანდაცვაზე (9%-ით), ალკოჰულურ სასმელებზე და თამბაქოზე (9%-ით), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (5.5%-ით), სასტუმროებისა და კაფე-რესტორნების მომსახურეობაზე (5.4%-ით). ასევე, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1%-ით).

ფასები მხოლოდ ტრანსპორტის ჯგუფში შემცირდა და ცვლილებამ 6% შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე – პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0%) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2%).

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.