ქართველი მხატვრის თეონა ყამანიძის სოლო დებიუტი ნიუ-იორკში

Was it a dream, or is it a reality – წარსულის, როგორც რაღაც ბუნდოვანებისა და სიზმრისეულის კავშირი აწმყოს რეალურობასთან, ასეთია მუდმივი განწყობა ქართველი მხატვრის, თეონა ყამანიძის შემოქმედებისა, რომელიც ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში უკვე იხილეს თავისივე სოლო გამოფენაზე სახელწოდებით – „Presence“. თეონა ყამანიძემ თავისი 30 ნამუშევარი შეარჩია გამოფენის კურატორ მარიამ ოთხმეზურ-ჩართლონთან ერთად.
 
თეონა ყამანაძე და მარიამ ოთხმეზური ჩართლონი
by STEPHAN RABIMOV
თეონას ნამუშევრები ფსიქოლოგიური დატვირთვისაა და ადამიანის ტრავმული გამოცდილებების ვიზუალიზაციას წარმოადგენს. ისინი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: მიგრაცია, ქალის როლი ტრადიციულ საზოგადოებაში, არასრულწლოვანთა ქორწინება თუ გამოგონილი „მეს“ პრობლემა.
 
გამოფენის ინიციატივა დიდწილად ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულს, დიანა ჟღენტს ეკუთვნის, რომლის მიზანიც ქართული კულტურის პოპულარიცაზიაა.
 
თეონა მოსკოვში დაიბადა, შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და 5 წლამდე აქ იზრდებოდა, მერე ისევ მოსკოვი, ამას ინგლისიც მოჰყვა, ბოლოს კი, აშშ-ში აღმოჩნდა. ამ ფონზე მის გარშემო მყოფები თეონას მშობლიურ განცდასა და განწყობას უსვამენ ხაზს საქართველოსა და მისი კულტურის მიმართ. ეს ყველაფერი, როგორც მრავალი ქვეყნიდან მიღებული გამოცდილება, ისე კონკრეტულად საქართველოსთან ურთიერთობები მის შემოქმედებაში იჩენს თავს.
 
ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ყველაზე მეტად ადამიანის მახსოვრობის, მოგონებების მახასიათებლები იგრძნობა. ესენია მოვლენების ფრაგმენტულობა და ბუნდოვანება. ეს ჩამონათვალი გამოვლინებაა იმისა, რომ მეხსიერება დროთა განმავლობაში ადამიანის გონებაში სუსტდება. ხელოვანის ერთ-ერთი მიზანი კი, დადუმებული ტრავმული გამოცდილებების გაცოცხლება, აწმყოში გადმოტანა და ამით მათი დავიწყებისგან ხსნაა.
 
„By painting these images, these silenced traumatic experiences become present.“ – ამბობს თეონა ყამანაძე.
 
წყარო: Forbes