იაპონიის მთავრობა მალე დაიწყებს განხილვას თუ როგორ მიაღწიონ საიმპერატორო მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სტაბილურ სისტემას და ფიქრობენ დაუშვან თუ არა, რომ ქალს გათხოვების შემდეგაც დარჩეს საიმპერატორო ოჯახის წევრის წოდება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ქალსაც გადაეცეს სამეფო ტახტი.
მთავრობის გენერალურმა მდივანმა, იოსიჰიდე სუგამ ერთ-ერთ კომიტეტზე განაცხადა, რომ მთავრობის განხილვის საგანია დასაშვებად მიიჩნიოს თუ არა ის, რომ ქალი გათხოვების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრად ისევ იწოდოს.
ეს პროცესი დაიწყო 1 მაისს, მაშინ, როდესაც პრინცი ნარუჰიტო გახდა იაპონიის იმპერატორი.
საიმპერატორო წესების თანახმად, სამეფო ტახტის დაკავება შეუძლია მხოლოდ მამაკაცს, ხოლო ქალს მოეთხოვება დაქორწინდეს არა სამეფო წარმოშობის ადამიანზე რის შედეგადაც მას ჩამოერთმევა სამეფო სტატუსი. ეს ვრცელდება მის შვილებზეც, ანუ სამეფო ოჯახის წევრი ქალის შთამომავლობას არ აქვს სამეფო ტიტულის მიღების შესაძლებლობა.
მთავრობის მიერ წამოყენებულ ამ საკითხს კარგი განწყობით არ შეხვდა პრემიერ მინისტრი, შინზო აბე. მისი აზრით, ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია იაპონიისათვის და დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ეს პროცესები დაიწყო 1 მაისს, მაშინ, როდესაც პრინცი ნარუჰიტო გახდა იაპონიის იმპერატორი. 85 წლის ყოფილი იმპერატორი აკიჰიტო კი, რომელიც 1 მაისს გადადგა, არის პირველი იაპონელი მონარქი, რომელმაც თავის სიცოცხლეში დათმო მეფის ტიტული.
მთავრობის მეთაურის ცვლილების პროცესებმა დოებით შეაჩერა საკითხი ქალთა მემკვიდრეობითობაზე და პარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია მოთხოვნით, რომ მთავრობამ მხედველობაში მიიღოს საიმპერატორო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სტაბილურობა. ყურადსაღებია ისიც, რომ საიმპერატორო ოჯახის 18 წევრიდან იაპონიაში 13 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. შესაბამისად მხოლოდ 3 მემკვიდრე ჰყავს ქვეყანას. აქედან ერთი ნარუჰიტოს 53 წლის ძმაა, მეორე ყოფილი იმპერატორის, აკიჰიტოს, 12 წლის შვილიშვილი, ხოლო მესამე აკიჰიტოს 83 წლის ძმა. ეს ჩამონათვალი ალბათ მართლაც ცხადყობს იმის საჭროებას, რომ აუცილებელია ქვეყანას კიდევ ჰყავდეს სხვა მემკვიდრეებიც ამისთვის კი აუცილებელია ქალსაც ჰქონდეს უფლება გახდეს სამეფო კარის მემკვიდრე.
წყარო: Japan Times