კორპორატიული კულტურა საერთო ღირებულებების, დამოკიდებულებების, სტანდარტების ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზაციას და მის წევრებს ახასიათებს. ის გვხვდება კომპანიის მიზნებში, სტრატეგიებში, სტრუქტურასა და მიდგომებში. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი ბიზნესის საბოლოო წარმატებისა თუ წარუმატებლობისთვის.

Cover CC

არსებობს 4 სახის კორპორატიული კულტურა:

კლანური კულტურა

კლანური კულტურის წარმომადგენლებს აქვთ მეგობრული, თანამშრომლობითი კულტურა და შეიძლება შევადაროთ მრავალშვილიან ოჯახს, სადაც ადამიანებს ბევრი საერთო აქვთ. მაგალითად: Google, Zappos.

ადოკრატიის კულტურა

ძირეული სიტყვაა „ad hoc“. ადჰოკრატია არის დინამიური და ინოვაციური გარემო, სადაც თანამშრომლები შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებენ, ხოლო ლიდერები ინსპირაციულ ნოვატორებად არიან აღქმულნი. ძირითადი ფასეულობებია ცვლილებები და სისწრაფე. მაგალითი: Facebook.

ბაზრის კულტურა

საბაზრო კულტურა არის კულტურა, რომლის მიზანია ბიზნესის განვითარება, სამუშაოს შესრულება და შედეგების მიღწევა. კონკურენტული გარემო, რომელშიც თანამშრომლები ერთმანეთს ეჯიბრებიან. მაგალითად: Amazon, Apple.

იერარქიული კულტურა

პროცესები და პროცედურები იერარქიული კულტურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შეცდომების დაშვების ალბათობა ნაკლებია, რადგან ლიდერები მუდმივად აკონტროლებენ თანამშრომლებს, წესები და ინსტრუქციები მკაცრადაა დაცული. სამთავრობო ორგანიზაციები ამ ტიპის კულტურის კარგი მაგალითებია.

კორპორატიული კულტურის საუკეთესო მაგალითები

Netflix მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც კორპორატიული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია. სამუშაოსადმი კეთილგანწყობილი მიდგომით ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სტანდარტს აწესებს ბიზნეს-სამყაროში. როგორ ინარჩუნებს Netflix ამ მაღალ სტანდარტებს? მკაცრი წესების უარყოფითა და თანამშრომლებისთვის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაზრდით. კომპანია არ დარდობს იმ ფაქტზე, თუ ვინ რამდენ საათს მუშაობს, მთავარი მათთვის მიღებული შედეგია და არა დრო.

Google – უფასო კვება თანამშრომლებისთვის, ფინანსური ბონუსები, მაღალი რანგის ხელმძღვანელების ტრენინგები, სპორტული დარბაზები, შინაური ცხოველებისადმი ლმობიერი დამოკიდებულება და დასასვენებელი პარკები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც კომპანიის კორპორატიულ კულტურას ქმნის. მთავარი მესიჯი: იზრუნეთ თქვენს თანამშრომლებზე და ისინი იზრუნებენ თქვენზე.

კორპორატიული კულტურა – როგორ რეაგირებენ ადამიანები ცვლილებებზე?

აფრიკაში ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი მოქნილობა გამოავლინეს, ისინი გამოირჩევიან ცვლილებებისადმი ღიაობით, ინოვაციურობით, სისწრაფითა და მრავალფეროვნების დაფასებით. ამის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აღმოსავლეთში მრავალი ფირმა ხასიათდება სტაბილურობის ძლიერი ხარისხით.

როგორ ურთიერთობენ ადამიანები?

დასავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კომპანიები დამოუკიდებლობისკენ არიან მიდრეკილნი. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ შედეგებს, მიზნებზე ორიენტირებას და მიღწევებს. სხვა რეგიონებთან შედარებით, სამსახურით კმაყოფილება მაღალია სამხრეთ ამერიკაში, სადაც პერსონალი მიდრეკილია მხიარული და შედარებით მსუბუქი სამუშაო გარემოს შექმნისკენ.

თავის მხრივ, აზიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კომპანიებს უფრო მეტად ახასიათებს ურთიერთდამოკიდებულება და კოორდინაცია. ამ რეგიონებში ყურადღება ექცევა ისეთ სამუშაო გარემოს, რომელიც უსაფრთხოა, პერსონალი კი მზრუნველი და დაგეგმვაზე ორიენტირებულია.

რას ნიშნავს ეს თანამშრომლებისთვის?

გარე გარემო შეიძლება შექმნას იმ ორგანიზაციების კულტურებმა, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ყველას გვაქვს საკუთარი ინდივიდუალური მუშაობის სტილი.

შეიძლება ინფორმაციული იყოს იმის გათვალისწინება, თუ როგორ განსხვავდება ჩვენი საკუთარი სტილი რეგიონალური კულტურის ნიმუშებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვაინტერესებს, როგორ აღიქვამენ სხვები ჩვენს ქცევებს. ამის ცოდნა საჭიროა მაშინაც, როდესაც განსხვავებული სამუშაო კულტურის მქონე ქვეყანაში გადაწყვეტთ მოღვაწეობას.

 

წყაროები: Harvard Business Review, HR Daily Advisor

No Comments Yet

Comments are closed