კონორავირუსის პანდემიისგან თავის დასაცავად ვაქცინის პირველი ცდა აშშ-ში 16 მარტს ჩატარდა.
45 ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანისგან შემდგარ მოხალისეების ჯგუფს ინექციას სიეტლიში, Kaiser Permanente-ის კვლევით დაწესებულებაში გაუკეთებენ.
ვაქცინას არ შეუძლია Covid-19-ის გამოწვევა, თუმცა იგი შეიცავს ვირუსიდან კოპირებულ უვნებელ გენეტიკურ კოდს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას. ტესტირების მიზანია ვაქცინის უარყოფითი გვერდითი ეფექტების შემოწმება, რაც გზას გახსნის უფრო ფართო ტესტებისთვის.
ექსპერტები ამბობენ, რომ კიდევ ბევრი თვე დასჭირდება იმის გაგებას იმუშავებს თუ არა ეს ან სხვა ვაქცინა, რომლებსაც ახლა ამუშავებენ. მეცნიერები მთელს მსოფლიოში მუდმივ რეჟიმში თვალყურს ადევნებენ კვლევებს.
ცხოველებზე ჩატარებული ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინას მათში იმუნური რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებით აშშ-ში მოხალისე ადამიანებზე განხორციელდება პირველი ტესტი, რომელიც გამოავლენს, ვრცელდება თუ არა ცხოველებზე მიღებული შედეგები ადამიანებზეც.
ამ ვაქცინის ავტორია ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna Therapeutics, რომელიც ვაქცინის მაღალ შესაძლებლობებზე მიუთითებს და ამბობს, რომ იგი გამოცდილი და დატესტილი პროცესის გამოყენებით შეიქმნა.
ღეის მდგომარეობით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დადასტურებული მკურნალობა არ არსებობს. ჩინეთში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მეცნიერები HIV წამლების კომბინაციებს ტესტავენ და ექსპერიმენტულ პრეპარატ რემდესივირს/remdesivir, რომელსაც ებოლას წინააღმდეგ ბრძოლისას ამუშავებდნენ. აშშ-ში, ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმაც დაიწყო რემდესივირის დატესტვა ზოგიერთ ამერიკელზე, რომელსაც იაპონიაში კრუიზის გემიდან ევაკუაციის შემდეგ COVID-19 დაუდგინდა.