ასტრონომებმა დედამიწიდან ათასობით სინათლის წელიწადით დაშორებული გიგანტური ,,კოსმოსური პეპლის“ გამოსახულება შეიმუშავეს

სურათზე გამოსახული ,,კოსმოსური პეპელა“, ცნობილი, როგორც NGG 2899 სინამდვილეში პლანეტარული ნისლია. ის არის გაზის გიგანტური ღრუბელი, რომელიც უძველესი ვარსკვლავის გარშემო წარმოიქმნა. ობიექტის დანახვა სამხრეთ ნახევარფეროდან გახდა შესაძლებელი.

ჩილეში მდებარე ევროპის კოსმოსურმა ობსერვატორიამ (ESO) დიდი ხნის წინ დაიწყო აღნიშნული ვარკვლავშორისი ობიექტის გამოსახულების შექმნაზე მუშაობა. ობიექტის მდებარეობის არეალი შემდეგნაირად განისაზღვრა: მისსა და დედამიწის თანავარსკვლავედს შორის დისტანცია 3000-დან 6500 სინათლის წელიწადს შორის მერყეობს.

მეცნიერების თქმით, დიდი ხანი არ არის, რაც ,,კოსმოსური პეპელა“ არსებობს, მაგრამ სულ მცირე, რამდენიმე ათასი წელიწადია საჭირო მის დასაშლელად. ასტრონომიაში კი დროის ეს მონაკვეთი სიცოცხლის შედარებით მოკლე ხანგრძლივობადაა მიჩნეული. აირის გარსს, რომლითაც უძველესი ვარსკვლავია გარშემოტყმული, სინათლეს ულტრაიისფერი გამოსხივება ანიჭებს. სწორედ ამას უკავშირდება გაზის ღრუბლის სიკაშკაშე.

ტელესკოპი, რომლის საშუალებითაც პირველად გახდა შესაძლებელი ,,კოსმოსური პეპლის“ ასეთი სიღრმისეული გამოსახულების მიღება, მსოფლიოში ტექნიკურად ყველაზე მოწინავე ოპტიკური მოწყობილობაა. დამხმარე ინტერფერომეტრის საშუალებით, ინტრუმენტს შეუძლია გაანათოს დეტალები და სხვა ტელესკოპებთან შედარებით, ხარისხობრივად 25-ჯერ გაუმჯობესებული გამოსახულება შეიმუშაოს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.