როგორია საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში მოწინავე პოზიციებს კვლავაც საბითუმო და საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებული ოპერაციები იკავებს და ის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის 14.4%–ს შეადგენს. მეორე ადგილს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა იკავებს 11.5%–ით. შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა(10.1%), მშენებლობა(8,6%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა(7.2%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება(6.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება(6.5%), საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები(5.4%) და სხვა დარგები (29.4%).

GEOSTAT