საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა კვლავ გაიზარდა და 50 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა ეკონომიკის ზოგიერთი დარგი მეტად გაიზარდა , ზოგიც ნაკლებად და ზოგიერთი შემცირდა კიდეც.
დარგობრივი სტრუქტურის მიხედვით ზრდა აღინიშნება შემდეგ სექტორებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია(15.2%), პროფესიული, ტექნიკური და სამეცნიერო საქმიანობა(14.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება(9.6%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა(8.8).
ხოლო კლება შეინიშნება ოთხ დარგში: საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობა (–2.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (–2.7), სამთომოპოვებითი მრეწველობა(–2.0%) და სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (–1.1%).
