ტრენერთა ტრენინგი HMI-სგან

ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარების მიუხედავად, კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება. პრობლემას თავად ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებიც აღიარებდნენ, რომლებიც დღემდე კვალიფიციური კადრების დეფიციტზე ჩივიან. სახელმწიფოს პასუხი ბაზრის მოთხოვნაზე პროფესიული სასწავლებლების გახსნაა, მაგრამ რაოდენობა და ხარისხი ერთმანეთთან კორელაციაში ყოველთვის არ მოდის.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამისდამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვისფარგლებში, Hospitality Management Institute (HMI)-მა ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი ორი მიმართულებითსასტუმროს ოპერირება და ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრადი მართვა.

კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოში წლებია პრობლემატურ საკითხად რჩება. განსაკუთრებით მასპინძლობისა და ტურიზმის სფეროში, რადგან ეს არის სწრაფად მზარდი ინდუსტრიები. ყოველთვის საჭიროებს ახალი თაობის მომზადებას ან გადამზადებას. პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ კარგი შესაძლებლობაა აღნიშნული პრობლემის შესამცირებლად, შედეგად კი სამი წლის განმავლობაში 120 გადამზადებული და საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ბენეფიციარი გვეყოლება.“ – აღნიშნავს HMI- აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ანა აბრამიშვილი.

ტრენერთა ტრენინგი, რომლის ინვესტიცია 40 ათას დოლარს შეადგენდა,  2 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ჯამში HMI-  12 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა 10 ადამიანის გადამზადება 2025 წლამდე.

პროგრამები ეფუძნებოდა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის კერძო სექტორის დღევანდელ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რომლებიც წარმოდგენილია TBC Capital-ის კვლევაში. პროგრამა შედგენილია HMI- პარტნიორი, მსოფლიო სამეულის წევრი უნივერსიტეტის Les Roches Les Roches Global Hospitality Education-თან თანამშრომლობით; ხოლო, ტურისტული დანიშნულების ადგილის მდგრადი მართვის პროგრამა შეიქმნა ასევე HMI-ის პარტნიორ შვეიცარიულ სკოლასთან – Lucerne University of Applied Sciences and Arts თანამშრომლობით.“ – განაცხადა ანა აბრამიშვილმა.

პროექტი კერძო სექტორის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პარტნიორების, გაერო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO), საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.