სებ-ი: ოქტომბერში ბანკების გაცემული სესხების მოცულობა 36.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი სესხების მიმდინარე ტენდენციების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. სებ-ის თანახმად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა   ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგენს, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, წინა თვესთან შედარებით  0.89%-ით მეტია.

,,კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით (0.09%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 468.32 მლნ ლარით (3.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 500.18 მლნ ლარით (2.39%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით)’’, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

სებ-ის მიხედვით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.90 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.08%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

ასევე, 2020 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.16%-ით, ანუ 29.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 18.08 მლრდ ლარი შეადგინა.

გრაფიკი: საქართველოს ეროვნული ბანკი

ხოლო რაც შეეხება სესხების ლარიზაციის კოეფიციენტს, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მან 43.87 პროცენტი შეადგინა და გასულ თვესთან შედარებით, 2020  1.33 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.90 პროცენტული პუნქტით) გაიზარდა.

No Comments Yet

Comments are closed