საქართველო და იაპონია „საგადასახადო შეთანხმებაზე“ მოლაპარაკებას დაიწყებენ

2020 წლის 13 ოქტომბრიდან საქართველომ და იაპონიამ ოფიციალურად დაიწყო „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების“ შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას.

შეთანხმება კონკრეტულად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება. მის მთავარ მიზანს ორმაგი დაბეგვრისა და გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება წარმოადგენს, რაც უშუალოდ საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით მიიღწევა.

დღესდღეობით, „საგადასახადო შეთანხმება“ საქართველოს 56 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული და იაპონიასთან ანალოგიური ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, იგი 1987 წლის საგადასახადო შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

ახალი „საგადასახადო შეთანხმების“ საფუძველზე, იაპონიისა და საქართველოს მოქალაქეები და კომპანიები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მუშაობენ, გათავისუფლდებიან ორმაგი საგადასახადო ვალდებულებისგან და სანაცვლოდ, მხოლოდ ერთ ქვეყანაში გადაიხდიან საშემოსავლო და კაპიტალის გადასახადს.

გადასახადების გადაუხდელობისგან თავის არიდების გარდა, კონკრეტული შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მოდელით შემოთავაზებული სიახლეების დანერგვაა, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-იაპონიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

No Comments Yet

Comments are closed