მსოფლიო ბანკი: პანდემია საქართველოში გენდერული სხვაობის გაფართოების რისკებს ზრდის

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი, თუმცა ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტში, რომელიც 2020 წლის საქართველოს გენდერული სურათის შეფასებას ისახავს მიზნად, აღნიშნულია, რომ სარგებელი ქალებსა და კაცებს შორის თანაბრად არ გადანაწილებულა.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა გენდერის ნიშნით მოწყვლადობა, შედეგად, ქალები განიცდიან უზარმაზარ სტრესს ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სამუშაოს ბალანსირებით ოჯახთან და ბავშვის მოვლის საჭიროებებთან, რასაც თან ერთვის ბიზნესის შენარჩუნების მცდელობები. ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, უფრო დიდია იმის ალბათობა რომ საქართველოში კოვიდ-19-ის აფეთქების შემდეგ სამსახურებს დატოვებენ ქალები, ვიდრე მამაკაცები.

მოხსენებისვე მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალებს მნიშვნელოვნად მიუწვდებათ ხელი განათლების მიღებასთან, ეს მაინც არ გულისხმობს გაუმჯობესებულ უნარებსა და შრომის ბაზრის შედეგებს.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიუხედავად თითქმის უნივერსალური განათლების ხელმისაწვდომობისა, განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ბიჭებსა თუ გოგონებს ხარისხიანი სწავლებითა და უნარებით, რაც თავისთავად აისახება საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსზე (HCI), რომელიც 0.57-ს უდრის. ეს გულისხმობს, რომ ბავშვები 18 წლის ასაკისთვის თავიანთი ადამიანური კაპიტალის პოტენციის მხოლოდ 57%-ს აღწევენ.

საქართველოს 2020 წლის გენდერული შეფასების თანახმად, ქალებს ეკონომიკურ შესაძლებლობებთან უფრო შეზღუდული წვდომა აქვთ, ვიდრე კოლეგა მამაკაცებს. დემოგრაფიული და სამუშაო მახასიათებლების განსხვავების კონტროლის შედეგად ცნობილია, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობაში საქართველოს გენდერული სხვაობა 19%-ს შეადგენს, ანაზღაურებაში სხვაობის მიხედვით კი კაცები იდენტურ პოზიციებზე 16%-ით უფრო მეტს იღებენ ანაზღაურების სახით, ვიდრე ქალები. გარდა ამისა, ქალთა პროფესიული და სექტორული სეგრეგაცია კეტავს მათ ეკონომიკურ საქმიანობაში დაბალი შემოსავლებით და გამორიცხავს მათ მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროებში.

ამავდროულად, მსოფლიო ბანკის თანახმად, ფინანსებსა და სხვა ბარიერებზე ლიმიტირებულ წვდომას შეუძლია შეზღუდოს ქალთა სამეწარმეო პოტენციალი.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.