ტურიზმის ონლაინ აკადემიის უფასო კურსი

Photo by Tirachard Kumtanom

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია და EI University ტურიზმის უფასო ონლაინ კურსს გვთავაზობენ.

ტურიზმის ონლაინ აკადემია ონლაინ სწავლების პლატფორმაა, რომლის კურსებიც ფოკუსირებულია, უმთავრესად, ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ კონცეფციებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე. კურსები შექმნილია ისეთი გამოწვევების საპასუხოდ, როგორიცაა გლობალიზაცია, ციფრული რევოლუცია, მოგზაურობის მარკეტინგი.

ონლაინ აკადემიის პირველი პროგრამები განკუთვნილია მონაწილეთათვის, რომლებსაც სურთ მენეჯერული უნარ-ჩვევების შეძენა და გაუმჯობესება ციფრული მარკეტინგის, ფინანსების, ოპერაციების, ინოცავიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში.

კურსებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს გაიუმჯობესოს ან შეივსოს გამოცდილება ისეთ სწრაფად მზარდ და განვითარებად სექტორში, როგორიც ტურიზმია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.