22 აპრილს,  12:00 საათზე სასტუმრო „სტამბაში“  Forbes Woman Georgia და TBC წარმოგიდგენთ სამიტს “The Power of NO”. სამიტი „The Power of No” მიზნად ისახავს, როგორც დამწყებ და ახალგაზრდა, ასევე, უკვე შემდგარ პროფესიონალებს გააცნოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი ქალის პროფესიული

ბიოგრაფია და დამსწრე საზოგადოება დააფიქროს წინააღმდეგობების გააზრებისა და გადალახვის მათ მაგალითებზე.

ქალისა და კაცის პროფესიული განვითარების გზა ერთმანეთისგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. ჩვენ, “The Power of No”-ს ორგანიზატორებმა, ფოკუსი სტრუქტურულ და კულტურულ ბარიერებზე შევაჩერეთ, რომლებიც მთელ მსოფლიოში გენდერულად სპეციფიურია და კარიერის თვალსაზრისით ქალის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.

„The Power of No“ – ამ წამოწყებით ჩვენ ადამიანების ავთენტურსა და ცოცხალ ისტორიებს შევკრებთ, თეორიულ ჩარჩოში გავაანალიზებთ, ცნებით კატეგორიებად ვთარგმნით და ცოდნად ვაქცევთ. მოტივიაციის ზრდის, ინსპირაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა “The Power of No”-ს მონაწილეები ცოდნას ინტერაქციულად, საველე პირობებში წარმოქმნიან. ქალისა და ზოგადად – ადამიანის – განვითარების ეროვნული დისკურსი კი რამდენიმე ასეული ადამიანის შემოქმედებითი თანაავტორობით აიგება.

ღონისძიების წარმდგენია: TBC

ღონისძიების მასპინძელია: აჭარა ჯგუფი

ღონისძიების პარტნიორია: Visa International, თეთრი კვადრატი

ღონისძიების მხარდამჭერია: თეგეტა ჰოლდინგი, Cellfie, PSP, tkt.ge, ლუტეცია

ცირა კემულარია
TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი
ანა ნაკაშიძე
AzerTelecom-ის აღმასრულებელი დირექტორი
ნინო ზამბახიძე
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე
ანა აგლაძე
Tag&Match-ის დამფუძნებელი
ირინე ხუნდაძე
Munchies by food goddess-ის დამფუძნებელი
მერი ჩაჩანიძე
თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი
თინათინ რუხაძე
ACT Global-ის დამფუძნებელი
შორენა დარჩიაშვილი
თეთრი კვადრატის გენერალური დირექტორი
ეკატერინე ზღულაძე
Sciences Po Psia-ს ლექტორი
ნათია ჩიკვილაძე
აჭარა ჯგუფის რესტორნების და ბარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი
ანა აბაშიძე
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ქეთევან დევდარიანი
სცენარისტი
ნინო ენუქიძე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი
თამარ გრძელიძე
თეოლოგი
ანანო დოლაბერიძე
ფაბერის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი
მარიამ კარკალაია
თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი
რუსუდან კემულარია
ინსპექტორები საზღვრების გარეშე სამდივნოს ხელმძღვანელი,OECD
სოფო ბალავაძე
Cellfie-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი