ანა ნაკაშიძე Capacity-ის სიაში – Women to Watch

გამოცემა Capacity-მ რიგით მეექვსე ყოველწლიური სია „Women to Watch“ გამოაქვეყნა, რომელშიც ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში გამორჩეული ოცი ქალია ჩამოთვლილი. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ანა ნაკაშიძე მოხვდა, რომელიც AzerTelecom-ის აღმასრულებელი დირექტორია.

ფოტო: Forbes Woman

ანა ნაკაშიძე AzerTelecom-ს 2018 წელს, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდა, 2022 წელს კი ის კომპანიის CEO-დ აირჩიეს. ანა კომპანიას წარმატებით ხელმძღვანელობდა კორონავირუსის პანდემიის გავლენიდან გამოსვლის პერიოდსა და გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე. ამას ისიც მოწმობს, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მეშვეობით AzerTelecom-ი გამორჩეულ შედეგებს აჩვენებს მოგების მარჟის ზრდისა და კომპანიის პროდუქტის პორტფოლიოს გაფართოების კუთხით, – ვკითხულოთ Capacity-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.

„მოხარული ვარ, რომ მოვხდი Capacity Media-ს ყოველწლიურ სიაში „Women to Watch“, რომელიც სავსეა საოცარი ქალებით ტელესაკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორებიდან“, – წერს სოციალურ ქსელში ანა ნაკაშიძე.

როგორც Capacity-ი წერს, მიმდინარე წელს „Women to Watch“-ის სიისთვის რეკორდული რაოდენობის განაცხადი მიიღეს.