ქართველი ჟურნალისტი და Facebook-ის ჯგუფის “ვეძებ” შემქმნელი თამუნა მუსერიძე BBC-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის 2023 წლის სიაში მოხვდა.
„მან [თამუნა მუსერიძემ] ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად ყველაფერი მიატოვა, კვლევის დროს კი აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ 1970-იანი წლებიდან საქართველოში გაშვილების ფართომასშტაბიანი შავ ბაზარი არსებობდა.
მან შექმნა Facebook-ის ჯგუფი “ვეძებ”, რამაც უკანონო გაშვილების საკითხი აქტიური გახადა, ძირითადად, ეს ეხება სამშობიაროდან მოპარულ ბავშვებს.
მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, თუმცა ის კვლავ ეძებს საკუთარს”, – წერს BBC.
„ღმერთო, არ მჯერა, ახლა ამას რომ ვწერ. უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გაცდა.
წელს პირველად, BBC საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა. წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიოს ინფლუენსერი ქალების ასეულში. წელს მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი”, – დაწერა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში.