თქვენი ხმა მნიშვნელოვანია – უკრაინის მოდის კვირეული

უკრაინის მოდის კვირეულის გუნდი მოდის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, ღიად დააფიქსირონ თავიათი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე რუსული საომარი მოქმედებების წინააღმდეგ. ამასთან, მოდის კვირეული საერთაშორისო საზოგადოებას უზიარებს იმ 6 გზას, რომელთა საშუალებითაც რუსული აგრესიის შეჩერებაა შესაძლებელი.

Forbes Woman Georgia გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„მოდის საერთაშორისო საზოგადოებას,

ჩვენ უკრაინის მოდის კვირეულის გუნდი ვართ და დღეს გწერთ მთელი უკრაინის მოდის ინდუსტრიის – დიზაინერების, მოდელების, სცენის რეჟისორების, მკერავების, PR პროფესიონალების, მხატვრების, ფოტოგრაფების, გრაფიკული დიზაინერების, კრეატიული გუნდებისა და ყველა მოდის პროფესიონალების სახელით.

ამ რთულ დღეებში ვითხოვთ თქვენსდახმარებას და ხმამაღალ მხარდაჭერას!

მსოფლიო თვალყურს ადევნებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ ვითარებას. შედეგები თავისთავად მეტყველია; დაიღუპა 2000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. ევროპის უდიდესი ქვეყანა იქცა ომის, სიკვდილის და ტკივილის ზონად, ზონად გაუმართლებელი აგრესიისა. უკრაინის საზღვრები 900,000-ზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა. მივმართავთ მსოფლიო მოდის საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს უკრაინულ დემოკრატიას, რომელიც გვიცავს ჩვენ და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს რუსეთისგან.

მოდა ყოველთვის იყო ყველაზე დიდი, ხმამაღალი პლატფორმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ის აერთიანებს ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებას, მდგრადობას და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენს ხმას შეუძლია ცვლილების მოტანა, და უბიძგებს მთელ შემოქმედებით სამყაროს ყურადღება მიაქციოს უკრაინაში არსებულ სიტუაციას. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევაჩეროთ რუსული თავდასხმა და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე.

უკრაინის მოდის კვირეული მიმართავს ყველა პარტნიოს, ეროვნულსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებს.

გთხოვთ, შემოუერთდეთ ამ კამპანიას გაუზიარეთ ის სხვებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინას უფრო ღრმა და ფართო მხარდაჭერას მოვუტანთ და ამასთან, გავაძლიერებთ ზეწოლას რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

პასუხისმგებლიან ბიზნესს დიდი როლი აქვს რუსების მოტივირებაში, რათა შეაჩერონ მათი ლიდერების დანაშაულებრივი ქმედებები. როგორც ვნახეთ, სანქციების ადრეული გავლენიდან და ისეთი კომპანიების ქმედებებიდან, როგორიცაა Apple, Adidas, FIFA, Spotify და მრავალი სხვა, ბიზნესსაზოგადოება შეიძლება იყოს უფრო ძლიერი ძალა სიკეთის მოსატანად.

წარმოდგიდგენთ 6 გზას, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ.

აკრძალეთ რუსეთი

თუ თქვენ ხართ პასუხისმგებლიანი ბიზნესი, შეძრწუნებული რუსული ბოროტმოქმედებით, თქვენი პოზიციის დაფიქსირების ყველაზე ეფექტური გზაა შეწყვიტოთ ყოველგვარი თანამშრომლობა დამპყრობელთან: შეწყვიტეთ ინვესტირება, დატოვეთ რუსეთის ბაზარი, შეწყვიტეთ რუსი მომხმარებლების მომსახურება, აუკრძალეთ რუსულ კომპანიებს მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საზოგადოებაში და ჩამოაშორეთ ისინი გლობალურ ეკონომიკას. ეკონომიკური ზომები არის ენა, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს ესმის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მათ ენებზე, რათა მათ მოგვისმინონ.

იყავი სიმართლის ხმა

აცნობეთ თქვენს მომხმარებლებს და სოციალური მედიის მომხმარებლებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და სთხოვეთ, გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა ონლაინ, გააპროტესტონ ომი და ბოიკოტი გამოუცხადონ რუსეთს. განათავსეთ ბანერი, გამოაქვეყნეთ განცხადებები, ჩაწერეთ ვიდეოები – გაავრცელეთ სიმართლე და მხარი დაუჭირეთ უკრაინას! რაც უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს რა ხდება უკრაინაში, მით უფრო მალე შეძლებს იგი აგრესორის დამარცხებას.

თანხის შეგროვება უკრაინისთვის

თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს იყიდონ კონკრეტული პროდუქტი ან სერვისი, ან გაიღონ შემოწირულობა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ და ეხმარებიან უკრაინელ ხალხს. შემოწირულობის რამდენიმე შესაძლო ვარიანტია, რომლებიც უნდა განიხილოთ.

იყავი ილონ მასკი

თუ თქვენი პროდუქტი ან სერვისი შეიძლება სასარგებლო იყოს უკრაინისთვის ამ რთულ დროს, გთხოვთ მიაწოდოთ იგი ქვეყანას დახმარების სახით. სპორტული და ტურისტული აღჭურვილობა, მედიკამენტები და სამედიცინო მოწყობილობები, საცხოვრებელი და საკვების მარაგი, პირადი ჰიგიენის საშუალებები, ბავშვის ფორმულა და ბავშვის მოვლის საშუალებები მხოლოდ ზოგიერთი საჭიროებაა, რაც გაჟღერდა. თუ თქვენ აწარმოებთ ციფრულ პროდუქტებს ან სერვისებს – განიხილეთ მათი უფასოდ მიწოდება უკრაინელებისთვის.

დაიქირავე უკრაინელები

თქვენ შეგიძლიათ დამატებითი შემოსავალი მიაწოდოთ უკრაინელებს, მაშინაც კი, თუ თქვენ იმყოფებით მთელ მსოფლიოში. თუ იყენებთ ფრილანსერის მომსახურებებს – დაიქირავეთ უკრაინელები და დაეხმარეთ მათ შემოსავლით ამ რთულ დროს.

შიდა კამპანია

თუ თანამშრომელი ხართ, შეგიძლიათ მოაწყოთ ფართო კამპანია და ლობირება გაუწიოთ უკრაინის მხარდაჭერას თქვენს მენეჯმენტთან, გადამწყვეტი მოქმედებისთვის. მოახდინეთ თქვენი კოლეგების მობილიზება უკრაინიდან და მთელი მსოფლიოდან, რომ ჩაერთონ მსგავს კამპანიაში. რაც უფრო მეტ წერილს მიიღებენ თქვენი ლიდერები, მით უფრო სავარაუდოა, რომ ისინი მოქმედებენ.

ყველა ადამიანს, ყველა ბიზნესს, ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი როლი შეაჩეროს ეს დაუნდობელი, დაუსაბუთებელი და არაპროვოცირებული შემოჭრა, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას მთელ მსოფლიოში.

ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება თქვენი ხმა და მხარდაჭერა პარიზის მოდის კვირეულზე.

მთელი ჩვენი რწმენით კაცობრიობის მიმართ,
უკრაინის მოდის საზოგადოება.“

#StandWithUkraine