ამერიკელი მეცნიერი, კაროლინ ბერტოზი შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად დაასახელა. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს თანამემამულე ბარი შარპლესთან და დანიელი მორტენ მელდალთან იყოფს.
მეცნიერებს ჯილდო „„კლიკ-ქიმიისა“ და ბიოორთოგონალური ქიმიის განვითარებისთვის“ გადაეცათ. უფრო კონკრეტულად კი, შარპლესმა და მელდალმა საფუძველი ჩაუყარეს ქიმიის ფუნქციურ ფორმას – „კლიკ-ქიმიას“ – რომელშიც მოლეკულური ბლოკები სწრაფად და ეფექტიანად ერწყმის ერთმანეთს. ბერტოზიმ კი „კლიკ-ქიმია“ ახალ განზომილებაში გადაიყვანა და მისი ცოცხალ ორგანიზმებში გამოყენება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ქიმიის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე ამ სფეროში მომუშავე 116-მა მეცნიერმა დაიმსახურა, მათ შორის რვა ქალია.