უკრაინელი მათემატიკოსი მსოფლიოში მეორე ქალია, რომელიც ფილდსის მედლით დაჯილდოვდა

უკრაინელი მარინა ვიაზოვსკა მსოფლიოში მეორე ქალი გახდა, რომელიც ფილდსის მედლით დაჯილდოვდა. ჯილდო 1936 წლიდან მათემატიკის სფეროში მომუშავე 40 წელზე უმცროსი ასაკის სპეციალისტებს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ მას ხშირად „მათემატიკის ნობელის პრემიას“ უწოდებენ.

ვიაზოვსკამ სფეროების რვა განზომილებაში ისე მოთავსება შეძლო, რომ მათ შორის სივრცე არ დარჩენილიყო. ჯილდოც სწორედ ამ მრავალწლიანი მათემატიკური თავსატეხის ამოხსნისთვის დაიმსახურა.

ფოტო: Institut des Hautes Études Scientifiques

მათემატიკის საერთაშორისო კავშირმა (IMU) მარინა ვიაზოვსკასთან ერთად, რომელიც ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (EPFL) პროფესორია, ფილდსის მედლით ჯუნ ჰამი, ჯეიმს მეინარდი და უგო დიუმინილ-კოპენი დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ღონისძიებისთვის სანქტ-პეტერბურგს უნდა ემასპინძლა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ორგანიზატორებმა ცერემონიის ჩატარების ადგილი შეცვალეს.

პირველი ქალი, რომელსაც ფილდსის მედალი გადაეცა ირანელი მარიამ მირზახანია. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯილდო 2014 წელს მიიღო.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.