აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების სტარტაპი Arena 2019 Tbilisi-ის გამოფენაზე

https://www.facebook.com/enkeni00/photos/a.407945502970450/692007804564217/?type=3&theater

ენკენი • Enkeni აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების სტარტაპია, რომელიც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჯანსაღ ჩიფსს აწარმოებს. “ენკენის” ვაშლის ჩიფსები არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს, თან რაც მთავარია, “ჩიფსური ტექსტურა” და მახასიათებლები შენარჩუნებულია. ახალგაზრდა სტარტაპერების წითელ და მწვანე ვაშლის ჩიფსებს სხვადასხვა მარკეტებში შეხვდებით: ევროპროდუქტი, აგროჰაბი, ფრესკო, ნიკორა; ასევე კავეას კინოთეატრებშიც.

“ჩვენი სტრატეგია არის ჯანსაღი პროდუქტის წარმოება, რომელსაც აქვს სასარგებლო თვისებები. ძალიან მალე გვინდა რომ სხვადსხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსებიც შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი ღონისძიებებისა და გამოფენების საშუალებით კი შესაძლებლობა გვაქვს არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე გავაცნოთ თავი საზოგადოებას, არამედ დავამყაროთ კომუნიკაცია საერთაშორისო დონის ბიზნესებთან – ეს ჩვენი პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტისთვის წინ გადადგმული და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.” – ნონა ნონიაშვილი, “ენკენის” თანადამფუძნებელი.