ამერიკის მთავრობა გამყოფი ზოლის მდებარე სოფლებში ახალ საწარმოებს 500 000 დოლარით დააფინანსებს

ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებული თანადგომის საჭიროებიდან გამომდინარე, ამერიკის მთავრობა  ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 დოლარს გამოყოფს.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდი / Partnership Fund-ისა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში.

შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, ამერიკის მთავრობის ახალი ინიციატივით,  გლობალ ჰილინგისა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრისთვის მოხდება 700 000 დოლარის გამოყოფა, რომელიც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება. ამ პროექტის განხორცილების  შემდეგ კი საქართველოში თანამედროვე ტიპის ცენტრში, უმაღლესი დონის სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობის მიღება იქნება შესაძლებელი.

წყარო: US Embassy Tbilisi, Georgia

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.