აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა დიდი რეცესიის დროინდელ ნიშნულს დაუბრუნდა

აშშ-ის ეკონომიკამ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ შექმნილი ყველა სამუშაო ადგილი დაკარგა. დიდი რეცესიიდან მოყოლებული, ამერიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა სულ 22.4 მილიონით გაიზარდა. 11-წლიანი პროგრესი COVID-19-ის პანდემიამ 5 კვირაში მთლიანად გაანადგურა.

უმუშევრობის შემწეობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 4.4 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა, ხოლო ბოლო ხუთ კვირაში ჯამური მაჩვენებელი 6-ჯერ მეტი – 26.5 მილიონია. შედარებისთვის, აშშ-ის ეკონომიკამ დიდი დეპრესიის განმავლობაში სულ 8.7 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა.

IMF-ის პროგნოზით, აშშ-ის მშპ წელს 5.9%-ით, ხოლო მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 1% იყო. ასევე, უარყოფითი ზრდა ექნება ევროზონასაც – 7.5%.

აშშ-ისა და ევროპისგან განსხვავებით, ჩინეთის ეკონომიკა 2020 წელს 1.2%-ით გაიზრდება. ბოლო ოთხი დეკადის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკამ პირველად განიცადა რეცესია. ის 2020 წლის პირველ კვარტალში 6.8%-ით შემცირდა, თუმცა როგორც ვარაუდობენ, მთლიანობაში ქვეყანა ამ წელს უარყოფითი ზრდით არ დაასრულებს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.