მინი-მთვარე, რომელიც დედამიწის ორბიტაზე შემოიჭრება და ჩვენგან 43 ათასი კილომეტრით იქნება დაშორებული, სინამდვილეში, შესაძლოა, ძველი კოსმოსური ნარჩენი იყოს.
Image: © Catalina Sky Survey
NASA-ს დედამიწის მახლობლად მდებარე ობიექტების შემსწავლელი ცენტრის დირექტორის განცხადებით, ობიექტი სახელად Asteroid 2020 SO 1960-იანი წლების ძველი გამაძლიერებელი რაკეტაა.
დოქტორი პოლ ჩოდას მტკიცებით, მათ გააანალიზეს ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორია, რათა დაეკავშირებინათ ის მთვარის რომელიმე ცნობილ მისიასთან და აღმოაჩინეს, რომ ობიექტი უკავშირდებოდა „Surveyor 2“-ის მისიის გაშვებას 1966 წლის 20 სექტემბერს.
აღნიშნული მისია მთვარეზე რბილად უნდა დაშვებულიყო, თუმცა იგი წარუმატებლად დასრულდა და კოსმოსური ხომალდი კოპერნიკის კრატერის მახლობლად ჩამოვარდა. გამაძლიერებელი რაკეტა კი, რომელიც კოსმოსურ ხომალდს ეხმარებოდა, გადაადგილებაში გასცდა მთვარეს და მას შემდეგ დღემდე არ გამოჩენილა.
ობიექტი დედამიწის ორბიტას ნოემბერში შემოუერთდება და საბოლოოდ სწორედ მაშინ გაირკვევა, ეს მორიგი კოსმოსური ნარჩენია თუ ასტეროიდი, რომელიც ახალი მინი-მთვარე გახდება.