ახლო ხედით

ინტერვიუ მარიამ ქვრივიშვითან

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: ანა ბოკო

„18 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა. დღეის გადმოსახედიდან ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყოასე იწყებს საკუთარი თავის წარდგენას “Forbes Woman”-ის სტატიისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი. დღეს ის ისეთი სფეროს მესაჭეა, რომელმაც ზრდის სწრაფ ტემპს და დიდ რიცხვებს მიგვაჩვია, ამიტომ მისი, როგორც პრაქტიკულად ამ დარგის მენეჯერის წარმატება, უკვე არსებული მაღალი ნიშნულიდან გაიზომება. ასეთ დროს ფორა მეტია, მაგრამ კვარცხლბეკიდან ჩამოვარდნის რისკიცმაღალი.

ტურიზმის სექტორის განვითარებას თავისი პოზიტიური კვალი რომ დაამჩნიოს, მარიამ ქვრივიშვილს ორი რამ სჭირდება: ხედვა და გამოცდილება. ჯერ მხოლოდ სამი თვეა გასული, რაც ეს პოსტი ჩაიბარა და, როგორც თავადაც ხუმრობს, ძირითად დროს სხვადასხვა რელევანტურ ჯგუფებთან შეხვედრებს უთმობს; თუმცა მისი საქმიანობის ამ ადრეულ ეტაპზე მარიამის პოტენციალის გასაზომად ორი მთავარი კრიტერიუმი ავირჩიეთის, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შედარებით ახალი ხელმძღვანელი ნულიდან დაიწყებს, ანუ რომელი ინიციატივებისთვის მოუნდება საკუთარი სახელის დარქმევა და რა კომპეტენციით აპირებს ამას, ანუ რა იქნება კონკრეტულად მარიამ ქვრივიშვილის ხელწერა.

ყველა ვთანხმდებით, რომ ტურიზმი პრიორიტეტია. ახლა მთავარია, ვინ რას ვაკეთებთ და რა ტემპითასეთია მისი დამოკიდებულება საქმის მიმართ. ამბიცია აქვს, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები მისი ძლიერი მხარეა. ამას იმ 10 წლიანი გამოცდილებით ამყარებს, რაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მყარად კერძო სექტორში და ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანეს დარგებშისასტუმრო ბიზნესსა და ავიაციაში დააგროვა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან სანამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს ჩაიბარებდა, ტუროპერატორი კომპანიისვოიაჟერისგენერალური დირექტორი და საქართველოში ავიაკომპანია flydubai-ს რეგიონალური მენეჯერი იყო. მიღწევების ჩამონათვალი, რომელსაც სიამაყით მიზიარებს, შთამბეჭდავიამათ შორის: ავიაკომპანიების – flydubai, Gulf Air, Jazeera, flynas და Salam Air – საქართველოში გენერალური წარმომადგენლობის გახსნა; ინდივიდუალური და ჯგუფური შემომყვანი ტურიზმის განვითარება; სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ქვეყნებიდან საქართველოში შემომყვანი ტურიზმის განვითარება პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად; კომპანიაში MICE ტურიზმის განვითარება და სხვა. „რეისის დროს წამებში იღებ გადაწყვეტილებას, იქ ხარ აბსოლუტურად წამებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ, შენი ერთი შენელებული მოქმედება იწვევს მთელი საერთაშორისო ქსელის არევასეს ტემპი საქმეში დღემდე მომყვება“ – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

ავიაციამდე, 2010-2012 წლებში აჭარა ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, ადამიანური რესურსების დარგში. აქაც, როგორც ინტერვიუს მსვლელობისას იკვეთება, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილია. ამ პერიოდში მის უფლებამოვალეობებში შედიოდა: სასტუმრო Holiday Inn-ის გახსნის პროექტზე მუშაობა; სასტუმროს გახსნასთან და შემდგომ ოპერირებასთან დაკავშირებული რეკრუტმენტი; გუნდის სამოტივაციო და სახელფასო პროექტებზე მუშაობა; საჭირო ტრენინგების ჩატარება მენეჯმენტისათვის, ისევე როგორც კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის; გუნდის წახალისება და კომპანიაში ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

21 წლის იყო როდესაც საშუალება მიეცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდს შეერთებოდა ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე,თუ მაშინ ახალგაზრდულმა რისკიანობამ სძლია, მეორედ გადაწყვეტილების მიღება უფრო მეტად გაუჭირდა. კერძო სექტორში ჩემი ადგილი, გარკვეულწილად, დამკვიდრებული მქონდა,ჩემი სახელი შევქმენი არა მხოლოდ საქართველოში, დუბაიშიც. მაგრამ ალბათ ასეაან ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც მზად არის ცვლილებებისა და ახალი გამოწვევებისთვის ანმუდმივად შენსავე კომფორტის ზონაში რჩები. ვფიქრობ ცვლილება , რომელიც შენ ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას გაძლევს ყველაზე მეტად ღირებულია, ეს არჩევანი ალბათ ყველაფერზე უპირატესიაამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაშიც, ისევ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სასარგებლოდ მიიღო და აქედან, ერთ დროს კერძო სექტორში გადაბარგებული, ისევ უკანოღონდ უკვე ხელმძღვანელის სტატუსით გადმობარგდა.

უწყება მისთვის ნაცნობი იყო და ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე 2-წლიანი მუშაობის შედეგად (2012-2014 წლები), სამსახურის სპეციფიკაც ნაწილობრივ ათვისებული ჰქონდა. ამას მისი იმდროინდელი უფლებამოვალეობების ჩამონათვალიც ადასტურებს: საქართველოს ცნობადობის გაზრდა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე; სტრატეგიული სამიზნე ბაზრების დადგენა და საქართველოს პოზიციონირების სტრატეგიის დასახვა; საქართველოს ტურისტული პროდუქტის ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო და შიდა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და იმპლემენტაცია; ქვეყნის საქმიანი ტურიზმის კონცეფციის განვითარება; ქვეყნის ტურიზმის სტრატეგიის პროექტზე მუშაობა; საქართველოს წარდგენა სტრატეგიულ ტურისტულ გამოფენებზე; გაცნობითი და პრესტურების ორგანიზება სამიზნე რეგიონებიდან.

დღეს უკვე ხელმძღვანელის პოსტზე მყოფი ამბობს, რომ გარკვეული ინიციატივების ნულიდან დაწყება მაინც საჭიროა იმისთვის, რომ 2025 წლისთვის ტურიზმიდან შემოსავლის სახით 6.6 მილიარდი დოლარი მივიღოთ, ხოლო მეზობელ ბაზრებზე ჩვენი დამოკიდებულება 70%-მდე შევამციროთ და დანარჩენი 30% დივერსიფიცირებისთვის და ქვეყანაში მაღალი მხარჯველობითი უნარის მქონე ტურისტების მოზიდვისთვის გამოვიყენოთ.

ამ ნიშნულების მისაღწევად მარიამ ქვრივიშვილს საკუთარი, სულ მცირე 6-პუნქტიანი გეგმა აქვს:

პუნქტი #1 – პროგნოზირების მექანიზმის შემოტანა: „იმისთვის, რომ სწორად დაგეგმო შენი ბიუჯეტი და აქტივობები, უნდა იცოდე, სად დგახარ. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც წარსულ სურათს გვაჩვენებს. თუნდაც გარკვეული ცდომილებით, თუნდაც, 90%-იანი სიზუსტით გვჭირდება ვხედავდეთ ბილეთების ჯავშნებს, მათი გამოსყიდვის დინამიკას.აღნიშნული მოგვცემს ხელშესახებ ანალიტიკაზე წვდომას , რაც ეფექტური და დროული მარკეტინგული კამპანიების წარმოების წინაპირობაა კერძო სექტორისთვის ამ სისტემის გაზიარებით, ჩვენ მათთვის დამატებით ღირებულებას შევქმნით და საქმიანობის უკეთ დაგეგმვის საშუალებას მივცემთ.“

პუნქტი #2 – .. B2B პლატფორმა: ჩვენი პრიორიტეტი კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, ინფორმაციის გაზიარება და ყოველდღიური კომუნიკაციაა, იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმის სექტორი ძალიან დიდია და გვჭირდება კიდევ უფრო მეტად ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმა. ჩვენ შევქმენით .. B2B პლატფორმა. შევქმნით სპეციალურ პლატფორმას სექტორისთვის, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, საგანმანათლებლო ვიდეოები, რიცხვები და მათი ანალიზი. ამ ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია, რადგან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიძლება ახალი ბაზრები მოიზიდოს, მაგრამ თუ სექტორი ამ ბაზრებს და ამ ბაზრებზე არსებულ მოთხოვნებს დეტალურად არ იცნობს, ეფექტურობა რთულად მისაღწევია. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუზიაროთ ეს ინფორმაცია კერძო სექტორს“.

პუნქტი #3 – ტურიზმის კრიზისების მართვის გეგმა: ყველა ტურისტულად აქტიური ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია, კრიზისების მართვის გეგმის არსებობა. აღნიშნული განაპირობებს იმას რომ ქვეყანას ჰქონდეს სტრანდარტიზირებული სამოქმედო გეგმა საჭიროებისამებრ განსაზღვრული დროებითა და მესიჯებით. რაც განაპირობებს, ტურისტების დროულ ინფორმირებულობას, მათ უსაფრთხოებასა და დაგეგმილი ვიზიტების განხორციელებას.

პუნქტი #4 – თარგეტირებული მარკეტინგული კამპანია: „ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, ვინ არიან ჩვენი სამიზნე აუდიტორიები სხვადასხვა ქვეყნებში და მათზე მორგებული კონტენტი შევქმნათ. მთავარ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი: რა შეიძლება იყოს მოტივატორი, რომ ისინი აქ ჩამოვიდნენ და ფული დახარჯონ? შემდეგ უნდა გამოვიყენოთ ის არხი, რომელიც კონკრეტულ სეგმენტს ყველაზე უკეთ შეესაბამება. დიდი დოზით ანალიტიკა და ბაზრების ცოდნა გვჭირდება“.

პუნქტი #5 – .. წარმომადგენლობით კომპანიებთან თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა: „საქართველო იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის არის, რომლებიც ასეთ კომპანიებთან არ თანამშრომლობენ. არადა, მხოლოდ ბაზრების ცოდნა საკმარისი არ არისამ ბაზრებზე გჭირდება თვალი, ადგილობრივი ბაზრის ექსპერტი, რომელიც გირჩევს, სად და როგორ უნდა დახარჯო შენს ხელთ არსებული ბიუჯეტი ისე, რომ პოტენციურ ტურისტებს მაქსიმალურად მიწვდე. ცხადია, ყველა ქვეყანაში მსგავს კომპანიებს ვერ დავიქირავებთ, უნდა გამოვყოთ პრიორიტეტებიმაგრამ, ჯამში, ეს არის სწორი მიდგომა, რომ შენს ინვესტიციას სწორი ამონაგები ჰქონდეს“.

პუნქტი #6 – MICE ტურიზმის განვითარება: მჯერა რომ ყველაფერი დათვლადია ტურიზმში. შესაბამისად, თანადაფინანსების სქემის ინიციატივა, რომელიც გვაქვს, განაპირობებს კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტად მოტივირებას, რომ ჩვენთან ერთად, იმუშაონ საქართველოში მეტი საერთაშორისო კონგრესის ჩამოყვანაზე. ქვეყანა მზად იქნება კონკრეტული კომპონენტის თანადაფინანსებით მხარი დაუჭიროს ღონისძიების ჩატარებას საქართველოში, თუმცა პროცენტული კოეფიციენტი პროპორციული უნდა იყოს კონგრესის სიდიდეზე, ღამეების თენების რაოდენობასა და განსაკუთრებული მნიშვნელობით, არა სეზონის პერიოდში სეზონურ რეგიონეში ჩატარებაზე. შესაბამისად, ქვეყანაში არა მხოლოდ განვავითარებთ MICE ტურიზმს, არამედ დავეხმარებით სეზონურ კურორტებს, რომ ეტაპობრივად გახდნენ ოთხსეზონიანი მიმართულებები.

ყველა პუნქტს ზედმიწევნით ეტყობა ის გამოცდილება, რაც მარიამ ქვრივიშვილს კერძო სექტორში მუშაობამ დაუგროვა. თვითონაც ამბობს, რომ ბიზნესთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირს და მოლაპარაკებების დროსაც, თავადაც ხშირად იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც კერძო სექტორში საქმიანობისას მიმართავდა ხოლმე.

ჩემთვის ძალიან ორგანული და ბუნებრივია ვიკამათო, ვერ შევთანხმდე, წამოვიდე, კიდევ მივბრუნდე, თემები კიდევ გავიარო და გამოსავალი მანამ ვეძებო, სანამ რაღაც კომპრომისამდე არ მივალთ. დღეს მე უფრო მეტად ვაყენებ ჩემს თავს იმ პოზიციაში, რომ კერძო სექტორს უნდა მივცეთ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის საშუალება. დღეს შემიძლია ბევრად მარტივად დავაყენო თავი კერძო სექტორის ადგილას და მიხარია, რომ ერთ ენაზე საუბარი მარტივია ჩვენ შორისამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

აღიარებს, რომ სხვადასხვა დროს, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის მხრიდან მისი ასაკიც და სქესიც განსჯის საგანი ყოფილა, თუმცა ფაქტიამარიამ ქვრივიშვილს ამ პოსტის დასაკავებლად კვოტა არ დასჭირვებია. ამბობს, რომ რეგულაციები და კვოტებიგინდ პოლიტიკაში და გინდ ბიზნესშიის თემაა, რომელიც მასში უსიამოვნო განცდებს აღძრავს. კონტექსტი მისთვის მნიშვნელოვანია და იმასაც ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც ქალების მისამართით ნათქვამი ერთერთი ყველაზე პოპულარული ფრაზა – „ბარიერი ჩვენს თავშია, ის უნდა დავძლიოთ და ყველაფერი კარგად იქნება“ – პრობლემების თუ გამოწვევების არასათანადოდ შეფასების ნაწილია. თუმცა, მიაჩნია, რომ ქალს და კაცს თანაბრად შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ მათ რაღაც შეუძლიათ ან თუნდაც, რაღაც ეკუთვნით. „ქალს თვითდამკვიდრებისთვის ხშირად მეტი დრო სჭირდება. მაგრამ ამის მიზეზი ისიც არის, რომ ქალები უფრო ამაყები ვართ და ხშირად, დახმარების თხოვნა გვიძნელდება, არადა, ეს ჟესტი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ გამოგდისრაღაც ეტაპზე მხარდაჭერა ყველას სჭირდება. რამდენი კაცის ისტორია ვიცით, რომელსაც საზოგადოებაში თავისი ადგილის მოპოვებისთვის ბევრი შრომა და, კარგი გაგებით, ბრძოლა დასჭირვებია. კონკურენტულობის დამტკიცებას, ვფიქრობ, სქესი არ აქვს“ – ასეთია მარიამ ქვრივიშვილის მიდგომა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ორი რამის ცალსახად სჯერაბაზრის კანონზომიერების და იმის, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

საქართველოს პოტენციალის ნაწილში მარიამ ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ სწორი აქცენტების თანმიმდევრულად დასმის შემთხვევაში, საქართველოში მივიღებთ ისეთ ტურისტებს, როცა მათი ხარისხი ეკონომიკისთვის მათ რაოდენობაზე მეტის მომტანი იქნება. ოთხი სეზონი; ლიბერალური სავიზო პოლიტიკა; სათავგადასავლო და სამთოსათხილამურო პოტენციალი; კულტურული მემკვიდრეობა და სტუმარმასპინძლობაეს არის საქართველოს მთავარი უპირატესობები. ისღა დაგვრჩენია, სწორად მოვახდინოთ მათი კომუნიკაცია და პოზიციონირებაამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

ბაზრის კანონზომიერების ნაწილში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სჯერა, რომ კონკურენცია გენდერული თუ სხვა ნებისმიერი ნიშნით გამოყოფის ტენდენციასაც დაასრულებს და ამ პრაქტიკასთან დაკავშირებულ აღქმებსაც გაასწორებს: მგონია, რომ გლობალურად იმდენად მზარდია კონკურენცია, რომ არც კერძო და არც საჯარო სექტორს დღეს აღარ აქვს იმის ფუფუნება, სქესის თუ რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით შეზღუდოს უნარიანი ადამიანური რესურსი. ეს კომერციულად გაუმართლებელი და ძალიან ძვირი სიამოვნებაა. განვითარებისთვის პროდუქტიულობა და შედეგის დადებაა უმთავრესიამბობს მარიამ ქვრივიშვილი.

აბა, საით არის მომავალი?“ მოკლედ და ზოგადად ვკითხულობ და თან ჩამწერს ვთიშავ. მოკლე პაუზის შემდეგ, მარიამი მპასუხობს: ძალიან ბევრი საქმის კეთებისკენ.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.