გზამკვლევი: საუკეთესო გამოცდილება ფლორენციაში

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლი სწორედ ამ ქვეყნაში იდებს ბინას, იტალია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა. ცხოვრების მუდმივი ზეიმი, ადამიანური სულისკვეთება და ხელოვნების, მწერლობისა და სიღრმისეული აზროვნების საშუალებით უსაზღვრო შემოქმედების გამოხატვა ამ ერის ეთოსის მნიშვნელოვანი ნაწილია, ქვეყნის, რომელიც რენესანსის სამშობლოდ ითვლება. აქ მოგზაურობით თქვენ ეზიარებით შეუდარებელ ხელოვნებას და გაეცნობით იტალიურ მოდას, თქვენს გონებას მდიდარი ისტორიით, ხოლო მუცელს უგემრიელესი ჯელატოთითა და პასტათი შეივსებთ. ულამაზესი პეიზაჟები წარუშლელად შეინახება თქვენს გონებაში, რომლებიც დროთა განმავლობაში თავს აუცილებლად შეგახსენებენ.


(ფოტო: Louis Charron)

იტალიის რეგიონის ტოსკანას დედაქალაქი, ფლორენცია, იტალიაში საუკეთესო ადგილების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა 383 000 ადამიანზე მეტია, ფლორენცია მაინც პატარა ქალაქის სიმყუდროვეს გაგრძნობინებთ, საკუთარი ქვებით მოპირკეთებული ქუჩებით, პატარა ბუტიკ მაღაზიებით, ქუჩის საჭმლითა და გარემოვაჭრეებით, რომლებიც თბილი ღიმილით თითოეულ გამვლელს “Ciao-თი” გულწრფელად ესალმებიან. რა თქმა უნდა, ფლორენციაში ბევრი ადგილია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუმცა ამ ქალაქში უამრავი ნაკლებად ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც არის, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ.

აღმოაჩინეთ ყველასთვის უცნობი…

ალბათ, ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ ფლორენცია მსოფლიოს უძველესი სააფთიაქო სახლების  სამშობლოცაა. The Officina Profumo Farmaceutica di Santa Maria Novella ისტორია საუკუნეებს ითვლის, მათშორის იმ ბერების მოღვაწეობას, რომლებიც სპეციალური მედიკამენტებითა და ნაყენებით “შავ ჭირს” კურნავდნენ.  აფთიაქის გარეთ გაუყევით ვიწრო ბილიკს, რომელიც კლდის შესავლელამდე მიგიყვანთ. როგორც კი შიგნით შეხვალთ, თქვენს წინ განსაცვიფრებელი სცენარი გადაიშლება, გაყიდვების ოთახში დაგხვდებათ ქალბატონი, რომელიც მუდამ მზადაა დაგეხმაროთ. მწვანე ოთახში თქვენ დაგხვდებათ მცენარეული წამლებისა და ხსნარებით სავსე ქილების რიგები, ფასდაუდებელი ხელოვნების ნიმუშები და უზრმაზარი ჭერი, რომელიც მეტყველების უნარს წამებში წაგართმევთ.

იხილეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების კოლექციები

აუცილებლად ეწვიეთ ფლორენციის ისტორიულ ცენტრში მდებარე Degli Uffizi-ის გალერიას. თქვენ სასიამოვნო გაურკვევლობაში იქნებით, როდესაც სანდრო ბოტიჩელის “ვენერას დაბადების”, მიქელანჯელოს “მედუზას”, პიერო დელა ფრანჩესკის “ურბინოს ჰერცოგისა  და ჰერცოგინიას პორტრეტის” ნამუშევრების წინ აღმოჩნდებით. დარწმუნდით, რომ მუზეუმში საკმარის დროს გაატარებთ და წინასწარ შეადგინეთ რუკა, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშს მოიცავს და თან თქვენს დროსა და ენერგიას დაზოგავს.

მიირთვით იტალიური ჯელატო რომანტიულ ხიდზე…
(ფოტო: Matt Hardy)

ფლორენციაში კარგი ჯელატოს პოვნა რთული სულაც არ არის – ნაყინის მაღაზიებს აქ ყველგან შეხვდებით. იქედან გამომდინარე, რომ ეს ბევრისთვის საყავრელი ტკბილი ნუგბარი რენესანსის ფლორენციაში გამოიგონეს, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ადგილობრივი ჯელატოს რამდენიმე ან ერთი ბურთულა მაინც. თქვენი საყვარელი არომატის ნაყინის შეძენის შემდეგ გაეშურეთ Ponte Vecchio-ს ძველი ქვისგან ნაგები ხიდისკენ. ხიდი მდეობარეობს არნოში, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს. ეს ხიდი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფოტოების გადასაღებად, ჯელატოს მისართმევად ან უბრალოდ დასასვენებლად. მე-13 საუკუნეში ხიდზე მაღაზიები ჰქონდათ – ყასბებს, მეთევზეებს, ოქროპირებსა და იუველირებს, რამაც დამატებითი ელფერი შემატა მას. დღეს პონტე ვეჩის ხიდზე შეხვდებით ცნობილი ბრენდების მაღაზიებსა და საიუველირო ნაწარმს.

Ponte Vecchio-იოს მახლობლად, Mercato Nuovo-ში მდებარეობს Porcellino, ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც გადმოცემით წარმატების მომტანია, თუკი მას პირში მონეტას ჩაუდებთ, რომელიც შემდეგ წყლის სპეციალურ რეზერვუარში მოხვდება.

თუ თავს არ დაზოგავთ და დაუღალავათ ისეირნებთ, თავს აუცილებლად ამოყოფთ აქ…
(ფოტო: Noric Laruelle)

ფლორენციის საკათედრო ტაძარი, რომელსაც ადრე სანტა მარია დელ ფიორეს უწოდებდნენ, არნოლფო დი კამბიომ დააპროექტა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განსაცვიფრებელ ბაზილიკად ითვლება. იგი 1412 წელს ააგეს და ყვავილების ქალწულს მიუძღვნეს, ეს წმინდა ადგილი სიდიდით მესამეა, რომის წმინდა პეტრეს ტაძრისა და ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის შემდეგ.

ნახეთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქანდაკება….
(ფოტო: Mateus Campos Felipe)

ალბათ ყველას გაგვიგია მიქელანჯელოს “დავითის” შესახებ, რომელიც რენესანსული ეპიქის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება. ეს კოლოსალური, 12 ათასი კილოგრამი წონის ქანდაკება გამოთლილია  თეთრი მარმარილოს უზარმაზარი ლოდისგან. “დავითის” ქანდაკებას 1873 წლიდან Galleria dell’ Accademia di Firenze-ში უდევს ბინა.

ხოლო “დავითის” რეპლიკის ნახვა კი Piazza della Signoria-ზე შეგიძიათ მოინახულოთ, სადაც ნეპტუნის ცნობილი შადრევანიც მდეობარეობს.

წყარო: Forbes.com

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.