ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: ანა ბოკო

მერი ჩაჩანიძე

თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესის დეპარტამენტში, მერი ჩაჩანიძის გუნდში, სულ 15 ადამიანი მუშაობს, აქედან 13 – ქალია.

მერი ჩაჩანიძე – თიბისი ბანკის გუნდს 2 წლის წინ შემოუერთდა კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მანამდე მუშაობდა ამერიკულ საინვესტიციო ფონდში, რომელიც ფარავს 25 განვითარებად ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინდუსტრიაში 16 ინვესტიციის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა როგორც ინვესტირების, ისე ამ კომპანიების განვითარების და შემდეგ ბიზნესიდან გამოსვლის ეტაპებში. 10 წლის განმავლობაში იყო 10–მდე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამბობს, რომ 10 წლის შემდეგ გადაწყვიტა ახალ მასშტაბზე გასულიყო და ამიტომაც აირჩია თიბისი ბანკი.

მაია პავერმანი – თიბისი ბანკის გუნდს 2010 წელს შემოუერთდა და დღეს კორპორატიულ და საინვესტიციო დეპარტამენტში ჰორეკას და კომერციული უძრავი ქონების სექტორის უფროსია. ადრე, ამავე ბანკში, მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა. ამბობს, რომ თიბისი ბანკმა შესაძლებლობა მისცა, კავკასიის ბიზნეს სკოლაში მიღებული ცოდნა იმ საქმედ ექცია, რომელიც ძალიან აინტერესებს და თან იცის, რომ თავისი საქმით წვლილი შეაქვს ეკონომიკური და სოციალური გარემოს განვითარებაში.

ნინო ასკილაშვილი – თიბისი ბანკის გუნდს 4 წლის წინ შემოუერთდა და დღეს უფროსი კორპორატიული ბანკირის პოზიციაზეა. პირველად ბანკში ანალიტიკოსი იყო, შემდეგ რამდენიმე საფეხური გაიარა და ახლა იგივე მიმართულებას მართავს, რაშიც თავის დროზე წვლილი შეჰქონდა, როგორც ანალიტიკოსს. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ჩართული იყო მსხვილ და რთულ პროექტებში, რასაც ერთი მხრივ აღიქვამდა როგორც კორპორატიული და საინვესტიციო დეპარტამენტის და პარტნიორების წინაშე არსებულ დიდ პასუხისმგებლობას და მეორე მხრივროგორც შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად აეთვისებინა წარმატებული საქმიანობისთვის საჭირო ყველა უნარჩვევა.

თათა ანჯაფარიძე – თიბისი ჯგუფს 2007 წელს, ჯერ კიდევ კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტი შემოუერთდა. 3 წელი თიბისი ლიზინგის ფინანსურ დეპარტამენტში იმუშავა, 2010 წლიდან უკვე ბანკში გადმოვიდა, ანალიტიკოსის ყველა საფეხური გაიარა და დღეს უფროსი კორპორატიული ბანკირის პოზიციას იკავებს. მის კარიერაში იყო მნიშვნელოვანი პროექტები და მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობა. თვლის, რომ თიბისი ბანკის წარმატების მთავარი ფორმულა: თვითგანვითარება, თიბისელების შრომისმოყვარეობა, კომუნიკაციისა და დაბრკოლებების გადალახვის უნარია. თათასთვის მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რომლებიც თიბისის კორპორატიულ კულტურას ასახავს მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თანამედროვე სამყაროს გამოწვევების გააზრება და ჯანსაღი გარემო კი ბანკს განვითარებაში მუდმივად ეხმარება.

მაია პავერმანი

ეს ოთხი ქალი საქართველოს #1 ბანკში ტოპ მსესხებლების დიდ ნაწილსჯამში დაახლოებით 1.2 მილიარდი ლარის პორტფელს მართავს. თიბისი ბანკის ამ დეპარტამენტში სულ 15 ადამიანი მუშაობს, აქედან 13 – ქალია.

თიბისი ბანკი დღეს უმსხვილესი საბანკო ჯგუფია როგორც საქართველოში, ისე კავკასიის რეგიონში და კორპორატიულ საბანკო ბიზნესშიც უპირობო ლიდერია. თანამედროვე სამყაროში კორპორაციებს განსხვავებული გამოწვევები და საჭიროებები აქვთ, მაგრამ ფაქტია: როცა მათი #1 არჩევანი ხარ ბაზარზე არსებულ ყველა სხვა ბანკს შორის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაქვს პასუხები საჭირო კითხვებზე და კლიენტებს სასესხო მომსახურებაზე მეტს სთავაზობ. რა არის მეტი? – ამაზე დღევანდელი ინტერვიუს ყველა რესპოდენტს ერთი პასუხი აქვს: ქართული თუ საერთაშორისო კომპანიები თიბისი ბანკის კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას ირჩევენ არა მხოლოდ მოქნილი საკრედიტო პაკეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ თიბისის ეს მომსახურება გამოირჩევა კლიენტზე ორიენტირებული, გრძელვადიანი პარტნიორული თანამშრომლობით.

ეს სტრატეგიაც, საბოლოო ჯამში, თიბისი ბანკის მთავარი მისიის ნაწილიაშექმნას შესაძლებლობები ადამიანებისთვის, იდეებისა და ბიზნესებისთვის. ამისთვის ბაზარზე პირველობა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია და კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს კლიენტებთან. გვინდა გავხდეთ შეუცვლელი მრჩეველი, რომელიც მათთან ერთად ფიქრობს ახალ შესაძლებლობებზე და ეხმარება მათ ახალი და საინტერესო გამოწვევების გადალახვაშიამბობს კორპორატიული და საინვესტიციო ბიზნესის დირექტორის მოადგილე. მერი ჩაჩანიძეს მიაჩნია, რომ მის გუნდში დაგროვილია ის უნიკალური ექსპერტიზა, რაც მათ ეხმარება, გარკვეული შესაძლებლობები ზოგჯერ კლიენტზე უფრო ადრეც დაინახონ და მათ პროაქტიულად შესთავაზონ ამ შესაძლებლობების ერთად განხორციელება.

კონკრეტულ მაგალითს ვითხოვ და ვიღებ. ვცდილობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს წვდომა ჰქონდეთ დაფინანსების ალტერნატიულ და დივერსიფიცირებულ წყაროებზე, რომელიც მორგებული იქნება მათი ბიზნესის სპეციფიკაზე. როდესაც ვხედავთ შესაბამის პოტენციალს, პროაქტიულად ვურჩევთ და ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს, მაგალითად, ბონდების გამოშვებაში. ასევე კარგი მაგალითია, ბაზრის კონსოლიდაცია და ყოველთვის, როდესაც ვხედავთ შესაძლებლობას, ვთავაზობთ და ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ინტეგრაციაში. ამ პროცესში აქტიურად გვეხმარება თიბისი კაპიტალი, სადაც საჭირო ექსპერტიზა და გამოცდილებაა დაგროვილი პროცესების წარმატებით შესრულებისთვის, როგორიც არის ბონდების გამოშვება, ასევე M&A მრჩეველობა,– ამბობს მერი ჩაჩანიძე.

ნდობის გარეშე არ არსებობს წარმატება. ასეთი ნდობის მოპოვებას პროფესიონალიზმი, ურთიერთობების დამყარების უნარი, კრეატიული, ინდივიდუალური მიდგომა და კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების გამბედაობა სჭირდება, – ამბობს კორპორატიული ბანკირი თათა ანჯაფარიძე. ბანკში მუშაობამ თათას კიდევ ერთხელ  დაანახა, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა და ყოველთვის არსებობს სირთულის დაძლევის რამდენიმე გზამთავარია, სწორად შეარჩიო საუკეთესო.

ნინო ასკილაშვილი

ამას ახალი უნარები სჭირდება. მერი ჩაჩანიძის დაკვირვებით, ადრე თუ მნიშვნელოვანი იყო ფინანსების კარგად ცოდნა და ანალიზი, დღეს მხოლოდ ეს საკმარისი აღარ არის: იმდენად დინამიური გარემოა, რომ ხშირად გიწევს გადაწყვეტილებების ძალიან სწრაფად მიღება და რეაგირება, ამიტომ კარგ ფინანსურ ანალიზთან ერთად, აუცილებელია, გქონდეს შინაგანი ინტუიცია და სიტუაციის სწორი განჭვრეტის, კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი, გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე ფაქტებზე დაყრდნობით ამავე დროს სწრაფად და მარტივად, – ამბობს მერი ჩაჩანიძე. მისი გუნდის წევრებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ საბანკო საქმე დინამიური პროცესია და თანამედროვე ხედვას, უნარებს და ცვლილებებთან ადაპტაციას საჭიროებს. მაია პავერმანი ფიქრობს, რომ დღევანდელი ბანკი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ კლიენტის მიერ დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებით, აუცილებელია გვქონდეს დარგის ექსპერტული ცოდნა და ჩვენ თავად ვხედავდეთ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორებს.

კომპანიების ნდობის მოპოვებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება. ნინო ასკილაშვილის ამბობს: მნიშვნელოვანია, რჩევა იყოს არგუმენტირებული, გარკვეული ფაქტებით და კარგად გააზრებული მოლოდინებით გამყარებული. თავად მრჩეველს უნდა ესმოდეს პარტნიორი კომპანიის ღირებულებები და გამოწვევებიასევე, ჰქონდეს ფართო ხედვა შესაბამის სექტორზე და ამ სექტორის პოტენციალზე როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად, რომ საჭიროების შემთხვევაში, სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც დავეყრდნოთ

თათა ანჯაფარიძის აზრით კი, მთავარია, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება: სწორედ ეს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქცევს კლიენტს შემდგომ უკვე პარტნიორად, რადგან სადაც ორმხრივი ნდობა და ჩართულობა არ არის, იქ წარმატება ვერ იქნება.

რა არის წარმატება და როგორ მიიღწევა? – მერი ჩაჩანიძეს სჯერა, რომ როცა გუნდი იზიარებს საერთო ღირებულებებს და ამ გუნდს ისეთ მიზანს დაუსახავ, რომელიც ამ ღირებულებებთან თანხვედრაშია, მაშინ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო და ყველაფერს მიაღწიო.

რა არის ეს საერთო ღირებულებები? – ნინო ასკილაშვილი ამბობს, რომ ეს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის იდეების მოსმენისა და გააზრების უნარია: „ამას ემატება ბიუროკრატიის არარსებობა და განსაკუთრებული დამოკიდებულება გუნდში.

თათა ანჯაფარიძე

თიბისი ბანკში მმართველობის თანამედროვე მოდელია“, – ამბობს მერი ჩაჩანიძე: ერთად ვმუშაობთ, ერთად ვმართავთ, პასუხისმგებლობას ვინაწილებთ. ესეც წარმატების ერთერთი განმსაზღვრელია. თიბისი ბანკის და მისი პარტნიორების წარმატება, ცხადია, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაა. ბოლო წლებია ქვეყანაში პროგრესია, თუმცა ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნად ვითვლებით,“ ამბობს მერი ჩაჩანიძე: ყველა მხარემ უნდა გადაინაწილოს თავისი წილი პასუხისმგებლობაბანკმა და ბიზნესმა ახალი შესაძლებლობები შექმნას და სახელმწიფო მათ მხარში დაუდგეს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთიდან ავიაფრენებზე გავრცელებული შეზღუდვების ფონზე, მაია პავერმანი თემას ტურიზმის მაგალითზე ავრცობს.

ტურიზმის სექტორი, 36%–იანი წილით საქონლის და სერვისის ჯამურ ექსპორტში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო, ხოლო ტურისტების რაოდენობამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასაც კი გადააჭარბა. ასეთი დინამიური გარემო მოითხოვს ყველა მხარისინვესტორი, ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფოაქტიურ ჩართულობას, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ სერვისის ხარისხი და ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ სხვა ტურისტულ ქალაქებს. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ამ სექტორის განვითარებასა და დაფინანსებაში, – ამბობს მაია პავერმანი: თიბისი ბანკის დაფინანსების წილი სასტუმროს და ტურიზმის სექტორის 46,6%-ია, რაც მოიცავს როგორც მცირე ზომის საოჯახო ტიპის სასტუმროებს და შატოს პროექტებს, ისე მსხვილ და ბრენდირებულ სასტუმროებს. რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვა, ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ასეთ დროს მოკლევადიანი ნეგატიური ეფექტის დასაძლევად, აუცილებელია, დროული და სწორი რეაგირება. დღეს ჩვენ კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერის რეჟიმზე გადავდივართ. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ თიბისი ბანკმა პირველივე დღეს გამოთქვა მზადყოფნა ინდივიდუალურად იმუშაოს შიდა პარტნიორთან, რაც გამოიხატება ბიზნესსა და მოქალაქეებიისათვის, მათთვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღებაში. სწრაფად რომ ეს გამოწვევა ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციოთ.

თიბისი ბანკს გამოწვევების ძლიერ მხარედ ქცევა რომ შეუძლია, ეს ბევრჯერ გამოჩნდა. ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს, ალბათ, იმითაც ხერხდება, რომ იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც თავად არ ეშინიათ ახალი გამომწვევების, სჯერათ, რომ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს, აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი, ახალი ინიციატივები, მუშაობენ გაბედულად და, რაც მთავარია, გუნდურად. მერი, ნინო, თათა, მაიაერთი ასეთი გუნდის ნაწილია.

No Comments Yet

Comments are closed