CFDA Awards აშშ-ში მოდის ინდუსტრიის ყველაზე პოპულარული დაჯილდოებაა, რომელიც წლებია, რაც ნიუ-იორკში იმართება. 2021 წლის გამარჯვებულები ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ გუშინ გამოავლინა. ჟიურის ხელმძღვანელი დიზაინერი ტომ ფორდი იყო.
“ქალის სამოსში წლის საერთაშორისო დიზაინერის” კატეგორიაში მოდის სახლ “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია იყო ნომინირებული და მან გამარჯვებაც მოიპოვა.