დემნა გვასალია Vetements-ს ტოვებს

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელმაც ურბანული ჩაცმის სტილი მაღალ მოდას გაუთანაბრა და ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის “Vetements”-ის შექმნით მოახერხა, აღნიშული პარიზული მოდის სახლიდან მიდის.

დემნას განცხადებით ის თვლის, რომ მისია შეასრულებულია.

“Vetements ყოველთვის იყო კრეატიული, შემოქმედებითი გონებების მქონე ადამიანების კოლექტივი. ჩვენ გავაგრძელებთ საზღვრების კიდევ უფრო გაფართოებას და ბრენდის ღირებულებებისა და ავთენტურობის პატივისცემას, ამასთან ერთად გულწრფელ კრეატიულობასა და ნამდვილი ნიჭის მხარდაჭერას. ის, რასაც დემნამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია Vetements-სის ისტორიაში მთავარი მომენტებია. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ დემნასი, სწორედ იმ წვლილისთვის რაც მან შეიტანა ბრენდის განვითარებაში” – განაცხადა დემნას ძმამ, Vetements-ის თანადამფუძნებელმა და ბრენდის აღმასრულებლელმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ სკუთარ განცხადებაში.

გურამ გვასალია რჩება Vetements-ში, ხოლო დემნა სკუთარ მოღვაწეობას ბალენსიაგაში გააგრძელებს.

წყარო: WWD.COM

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published.