დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცეს

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების რეგულირების კომისიამ სიმპტომური Covid-ის სამკურნალოდ პირველი პრეპარატი დაამტკიცა. ტაბლეტი – მოლნუპირავირი – იმ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი ახლახან დაუდგინდათ, დღეში ორჯერ მიეცემათ.

აბი, რომელიც თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს დაახლოებით ნახევარჯერ ამცირებს.

ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ახალი მკურნალობა დაუძლურებული და სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის საბედისწერო მნიშვნელობიაა.

”დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა ანტივირუსული საშუალება, რომლის მიღებაც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სახლშიც შეიძლება” – თქვა მან.