დონალდ ტრამპს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

პრეზიდენტ დოლად ტრამპსა და პირველ ლედს, მელანია ტრამპს, კორონა ვირუსი დაუდასტურდათ. 

ამერიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს: ,,დღეს  @FLOTUS და მე კოვიდ-19 დაგვიდასტურდა. დაუყოვნებლივ გადავალთ კარანტინში და დავიწყებთ მკურნალობის პროცესს. ჩვენ ამას ერთად გადავლახავთ!“

ხუთშაბათს საღამოს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის მრჩეველ ჰოუპ ჰიკს (Hope Hicks) ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. ბოლო დღეებში ჰოუპმა რამდენიმეჯერ იმგზავრა ტრამპთან და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან ერთად. იგი საპრეზიდენტო დებატსაც ესწრებოდა კლივლენდში.

პრეზიდენტი და პირველი ლედი კარანტინს თეთრ სახლში გაივლიან.  დონალდ ტრამპი საკუთარი მოვალეობის შესრულებას გამოჯანმრთელების პარალელურად გეგმავს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.