ევროპარლამენტი უსახლკარო ადამიანებს შეიფარებს

Photo By AOP

ევროკავშირის ინსტიტუციათა უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. შესაბამისად, ბრიუსელში შენობები დაცარიელდა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ, ვიდეოშეტყობინებაში აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ერთ-ერთი შენობა უსახლკაროებისა და საზოგადოების დაუცველი ნაწილისთვის, ვირუსით გამოწვეული საგანგებო მდომარეობისას, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

შენობის შიგნით ორი სივრცე შეიქმნება – ერთი უსახლკაროთათვის, მეორე კი მათთვის, ვინც საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, თუმცა სახლში მაინც ვერ ბრუნდებიან.

გარდა ამისა, ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს ინსტიტუციის სამზარეულოებიც

“ჩვენი სამზარეულოები ყოველდღიურად მოამზადებენ 1000-ზე მეტ კერძს, რათა გადანაწილდეს გაჭირვებულთათვის და, ასევე, ჯანდაცვის მუშაკებისათვის. ჩვენ გვერდში დავუდგებით მათ, ვინც დაუღალავად მუშაობს საავადმყოფოებში,“ – აღნიშნა სასოლიმ.