თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, გასულ კვირასგამოსული ეკონომიკური მაჩვენებლები ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლეოდა. ერთიმხრივ, ოქტომბრის სავალუტო შემოდინებები ძლიერი იყო, რაც მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, იმპორტი დადაკრედიტება უფრო ზომიერი აღმოჩნდა. მართალია, იმპორტის დინამიკაზე რე-ექსპორტისათვის განკუთვნილიმანქანების იმპორტმა მოახდინა ძირითადი ზეგავლენა, თუმცა როგორც ჩანს, მარაგების შევსების ტემპმაც შედარებითიკლო. დასაქმების მხრივ, მე-3 კვარტლის უმუშევრობის მაჩვენებელის მატება სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობისზრდამ განაპირობა, რადგანაც სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა. მთლიანობაში, განახლებული მაჩვენებლები2021 წელს კვლავ 10%-ზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს.

ლარის მხრივ, დასკვნები ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. წმინდა შემოდინებების შეფასებული მაჩვენებელი, წინათვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, უცხოური ვალუტიდან ლარში კონვერტაციის ნიშნებინოემბრის განახლებული დღიური მონაცემებიდან კვლავ შეიმჩნევა. ასევე, ოქტომბრის ექსპორტის, იმპორტისა დამწარმოებელთა ფასების ინდექსები საყურადღებოდ გაიზარდა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით,სამომხმარებლო ფასების უფრო მაღალ ზრდაზე შეიძლება მიუთითებდეს. ეს კი, მოკლევადიან პერიოდში ლარისგაუფასურების აპეტიტს კიდევ უფრო ამცირებს. ამასთან, იმავე ლოგიკით, ამერიკაში მოსალოდნელზე უფრო მაღალმაინფლაციამ დოლარის გამყარება გამოიწვია.

დამატებით, თურქულმა ლირამ გაუფასურების ახალი ანტირეკორდი დაამყარა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებსშეფასებას, რომ ლარი არ არის აუცილებელი გაყვეს ლირას, თუმცა ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთანგაცვლითი კურსის მხრივ, წინა შეფასება იმდენად ძლიერი აღარ არის. შესაბამისად, მიუხედავად წინა კვირაში ლარისდოლართან გამყარებისა, თიბისი კაპიტალი არ გამორიცხავს საპირისპირო მიმართულებით კორექციას, თუმცა -არაუმეტეს რამდენიმე პროცენტისა. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა საერთაშორისო მასშტაბით და საქართველოშიინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებლები.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 22 ნოემბრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.