კემბრიჯის კურსდამთავრებული და ნასას ასტრონავტი, კაილა ბარონი, შეიძლება პირველი ქალი იყოს, ვინც მთვარეზე ფეხს დადგამს. ნასამ Artemis-ის პროგრამის ფარგლებში თვრამეტი ასტრონავტი შეარჩია. მათი მისია, სახელწოდებით “The First Woman And The Next Man” 2024 წელს უნდა განხორციელდეს.
Artemis-ის პროგრამა სამ ეტაპს ითვალისწინებს, დასკვნითი ეტაპი კი ასტრონავტების მთვარეზე გადასმაა. მათი მთავარი მიზანი მთვარეზე ხანგრძლივი არსებობა, იქ ეკონომიკის შექმნა და საბოლოოდ, ადამიანის მარსზე გაგზავნაა.
კაილა ბარონი ნასას ასტრონავტი 2017 წლიდანაა, მანამდე კი ქალმა დაიცვა ხარისხი ბირთვული ინჟინერიის დარგში, კემბრიჯის უნივერსიტეტში.
ასტრონავტთა ჯგუფი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, კოსმოსის ეროვნულ საბჭოზე წარადგინა. კაილა ბარონთან ერთად, თვრამეტ ასტრონავტს შორის, ცხრა ქალია.