კორონავირუსის ამომცნობი რობოტები – ტრადიციული ტესტირების ახალი ალტერნატივა

ბიოტექნოლოგიური სტარტაპი სახელად Koniku ცდილობს, შექმნას რობოტები, რომელთაც Covid-19-ის დადგენა ბევრად უფრო სწრაფად შეეძლებათ, ვიდრე ჩვეულებრივ ტესტირებებს.

ტექნოლოგია აერთიანებს ნეირონებსა და მათთან დაკავშირებულ სილიკონის ჩიპს, რითიც შესაძლებელია მრავალი ნივთიერების სუნის დადგენა, მათ შორის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და პათოგენების.

Koniku’s Konikore scent-detection device

Koniku-ის პირველი კვლევა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. შესწავლილი იქნება იმ პაციენტების ნიმუშები, რომელთაც კორონავირუსი უკვე დაუდასტურდათ, რათა დადგინდეს, რამდენად ეფექტურად შეუძლია ვირუსის ამოცნობა რობოტს. მცირე შიდა გამოკვლევებმა უკვე აჩვენა, რომ მას შეუძლია დაადგინოს A ტიპის გრიპის არსებობა.

კალიფორნიაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოშიორენოია აგაბიმ, განაცხადა, რომ მათი მიზანია, შექმნან მოწყობილობა, რომელიც შეძლებს ყველა სუნის ამოცნობას.

“თითოეული ამერიკელის სახლში უნდა იყოს მოწყობილობა, რომელიც ამოიცნობს დაავადებას’’

ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ძაღლების გამოყენება ვირუსის დასადგენად ბევრად უფრო იაფი, სწრაფი და ეფექტურია. ივლისში გერმანელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლებს შეუძლიათ, დროის მცირე მონაკვეთში ამოიცნონ Covid-19.

მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ალაბამაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, Koniku-ს რობოტს უფრო ეფექტურად შეუძლია კონკრეტული ასაფექთებელი ნივთიერებების ამოცნობა, ვიდრე გაწვრთნილ ძაღლებს.

აღნიშნული ტექნოლოგიით ცდების ჩატარება ახლო მომავალში იგეგმება სინგაპურის აეროპორტში, ხოლო მოგვიანებით – სან-ფრანცისკოში.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.