ლეგენდარული მსახიობი, სისელი ტაისონი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

Getty Images

გამორჩეული მსახიობი, სისელი ტაისონი, რომელიც 80 წლის განმავლობაში სხვადასხვა როლში ევლინებოდა მაყურებელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ამბის შესახებ ცნობა მისმა მენეჯერმა, ლარი ტომპსონმა, გაავრცელა. „მე მქონდა პატივი, რომ მის ტაისონის მენეჯერი ვყოფილიყავი 40 წლის განმავლობაში და მასთან ერთად მუშაობის ყოველი დღე პრივილეგია იყო ჩემთვის.“ – განაცხადა მსახიობის აგენტმა.

სისელი ტაისონმა განვლილი კარიერის განმავლობაში მოიპოვა 3 ემის ჯილდო. ის იყო ნომინირებული ოსკარის დაჯილდოებაზე, ამავდროულად ამ ნომინაციის გამო ის გახდა მესამე აფროამერიკელი ქალი, რომელსაც ჰქონდა შანსი, მოეპოვებინა ეს ჯილდო. 88 წლის ასაკში, 2013 წელს, მან ტონის პრემიაც მოიპოვა. 2018 წელს მას გადასცეს ოსკარის საპატიო პრემია, რომელიც მანამდე არც ერთი აფროამერიკელ ქალს არ ჰქონდა მოპოვებული.

ტაისონის დებიუტი 1957 წელს შედგა, ის ფილმში Twelve Angry Men მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა. თანდათანობით მან მოახერხა და კარიერულ წინსვლას მიაღწია. მას შემდეგ, რაც ოსკარის ჯილდოს ნომინანტად დაასახელეს, ნიუ-იორკ თაიმსთან ინტერვიუში სისელიმ განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო, წარედგინა აფროამერიკელი ქალები, რადგან მისი აზრით, მათ სათანადო ყურადღება არ ექცეოდათ. 1974 წელს The Autobiography of Miss Jane Pittman-ში მონაწილეობის გამო ტაისონი გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც ემის ჯილდო მოიპოვა. კრიტიკოსმა, ჯონ ო’კონორმა, აღნიშნა, რომ სისელი ისე ასრულებდა როლებს, რომ შეუძლებელი იყო სხვა ადამიანისთვის ჯილდოს გადაცემა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მას საპრეზიდენტო თავისუფლების მედალიც გადასცა განვლილი კარიერის გამო. ეს ჯილდო უმაღლესი სამოქალაქო ღირსებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამავდროულად, 2020 წელს სისელი გახდა სატელევიზიო დიდების დარბაზის წევრი. მსახიობის მემუარი Just As I am ახლახანს გამოქვეყნდა, რომელშიც არაერთი თავგადასავლის და გამოწვევის შესახებ წერს.

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published.