მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ქალაქები

გლობალური მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია დაახლოებით 8,8 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რომელიც წლიდან წლამდე მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებელს ინარჩუნებს. აღნიშნული ზრდის ტემპი კი პოპულარული ტურისტული მიმართულებების ვიწრო ჯგუფის დამსახურებაა.

Mastercard-ის მიერ დადგენილი 2019 წლის ქალაქების გლობალური ინდექსის მიხედვით, რომელიც  მოგზაურებსა და მათ ხარჯვით ქცევებს აკვირდებადადგინდა, რომ მონაცემები 2009 წლის შემდეგ ყოველწლიურად საშუალოდ 6,5%-ით იზრდებოდა, ხოლო მთლიანად ტურიზმის ინდუსტრია საშუალოდ 7,4%-ით გაიზარდა.

Mastercard-ის მეათე ყოველწლიური გლობალური ქალაქების ინდექსის მიხედვით ტოპ ხუთი მიმართულება შემდეგნაირად გამოიყურება:

5. სინგაპური

2018 წელს სინგაპური, 14,76 მილიონმა ვიზიტორმა აირჩია და ერთი ღამე მაინც გაატარა ამ ქალაქში, სწორედ ეს არის ის კრიტერიუმი, რომლითაც Mastercard- მოგზაურს ვიზიტორად აიდენტიფიცირებს და იყენებს მის სატატისტიკაშიყველაზე პოპულარული ქალაქების ჩამონათვალში ნახევარი აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის რეგიონის ქალაქებია, რომლებშიც ტურისტების ყველაზე მკვეთრი ზრდა შეინიშნება და ეს რიცხვი 2009 წლიდან 9,4%-ით არის გაზრდილი.

4. დუბაი

თითქმის 60 წლის წინ, დუბაი მეთევზეების სოფელი იყო. დღესდღესოებით კი, არაბეთის ამ ერთერთ ემირატში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გასულ წელს, დუბაის ვიზიტორთა რიცხვი 15,93 მილიონამდე გაზიარდა.

ვიზიტორები ყველაზე მეტს ხარჯავენ ქალაქში, რომელიც შოპინგის ცენტრად, საერთაშორისო კონფერენციებისა და გამოფენების ერთერთ საუკეთესო მიმართულებად ითვლება. 2018 წელს დუბაის ვიზიტორებმა რეკორდული 30,82 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

3. ლონდონი

ბიგ ბენი. პარლამენტის შენობა. ბუკინგემის სასახლელონდონი სავსეა ყველასთვის ნაცნობი ღირსშესანიშნაობებით. აქედან გამომდინარე გასაკვირი სულაც არ არის ის ფაქტი, რომ გასულ წელს ლონდონს 19.09 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.

The Association of Leading Visitor Attractionის მიხედვით დიდი ბრიტანეთის ყველაზე მონახულებად 10 ადგილს წარმოადგენენტეიტის ტანამედროვე ხელოვნების გალერია 5,86 მილიონი ვიზიტორით, ბრიტანეთის მუზეუმი 5,82 მილიონი ვიზიტორით და ეროვნული მუზეუმი 5,73 მილიონი ვიზიტორით. ლონდონი ერთადერთი ქალაქია ჩამონათვალში რომელმაც ვიზიტორთა კლება განიცადა.

2. პარიზი


ლონდონის დანაკარგმა პარიზს მოუტანა ზრდა და წინა რეტინგის მესამე ადგილიდან წელს მეორე ადგილზე გადმოინაცვლა. ამ ქალაქში შესაძლოა ვერ შეხვდეთ მონარქიულ წყობას თუმცა აქ უამრავ პომპეზურ და შთამბეჭდავ ადგილსა თუ შენობას შეხვდებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ლუვრზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მუზეუმად ითვლება.

იმ 10,2 მილიონი ადამიანიდან, რომლებიც ყოველწლიურად მუზეუმს მინის პირამიდის შესასვლელიდან სტუმრობენ დაახლოებით 80%- მიიჩნევს, რომ მხოლოდ მონა ლიზას სანახავად მიდიან.

პარიზიზის დისნეილენდი, როემლიც 1992 წელს გაიხსნა, დიდ ჩრდილს ჰფენს ქალქის სხვა ტურისტულ სანახაობებს. 25 წლის განმავლობაში, გახსნის დღიდან 2017 წლის ჩათვლით დისნეილენდში 320 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რამაც მას ევროპის ტოპ ტურისტულ მიმართულებებში საპატიო ადგილი დაუკავა.

მხოლოდ დისნეილენდმა 75 მილიარდი დოლარი მოუტანა საფრანგეთის ეკონომიკას და საფრანგეთის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 6,2%- შეადგენს.

1. ბანგკოკი

ქალაქი, რომელიც უკვე მეოთხე წელია რეიტინგის სათავეში იმყოფებატაილანდის დედაქალაქი შარშან 22 მილიონზე მეტ სტუმარს შეეგება.
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2018 წლის მონაცემებით, ტაილანდის ტურიზმის ინდუსტრია ყველაზე ძლევამოსილია მთელს სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში. ქვეყნაში შესულმა ტურისტებმა გასულ წელს 70.1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც ტაილანდის საექსპორტო შემოსავლის 20,8%- შეადგენს ნათქვამია WTTCის მოხსენებაში.

კონკურენტუნარაინობის ანგარიშის 2019 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 1,4 მილარდი შეადგინა.

ტოპ 20 ქალაქის სია შემდეგნაირია:

წყარო: weforum.org