ნობელის პრემიის მფლობელი ლიტერატურის დარგში ამერიკელი პოეტი, ლუიზ გლუკი, გახდა

2020 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ლუიზ გლუკს გადაეცა მისი „გამორჩეული პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი სილამაზით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურს ხდის“. ის არის პირველი ამერიკელი, ვინც ეს პრესტიჟული პრემია მოიგო ბობ დილანის შემდეგ, რომელიც პრემიის მფლობელი 2016 წელს გახდა.

Credits: Niklaus Elmehed/Nobel Prize

გლუკი არის მე-16 ქალი, რომელმაც ნობელის პრემია მოიგო ლიტერატურის დარგში. მას გამოქვეყნებული აქვს პოეზიის 12 კრებული და რამდენიმე ტომი პოეზიის შესახებ. ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდერს ოლსონის, ჩანაწერის თანახმად, მისი მწერლობა ხასიათდება სიცხადისკენ სწრაფვით და ფოკუსირდება ბავშვობისა და ოჯახური ურთიერთობების თემებზე.

ლუიზ გლუკი დაიბადა ნიუ-იორკში 1943 წელს. იგი არის ინგლისური ენის პროფესორი იელის უნივერსიტეტში. მისი დებიუტი 1968 წელს შედგა „პირველი შვილი“-ის გამოქვყნებით, 1993 წელს პულიცერის პრემია, ხოლო 2014 წელს წიგნის ეროვნული ჯილდო გადაეცა. 2015 წელს თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამ, იგი ჰუმანიტაურლი მეცნიერების ეროვნული მედლით დააჯილდოვა.

პოეტი ჯილდოს სახით 10 მილიონ შვედურ კრონას (1,1 მილიონ დოლარს) მიიღებს.
გამარჯვებული მშვიდობის დარგში პარასკევს, ხოლო ეკონომიკურ მეცნიერებებში კი ორშაბათს გამოცხადდება.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.