პირველი ქალი პრეზიდენტი მოლდოვაში

მაია სანდუ პირველი ქალია, რომელიც მოლდოვის ლიდერი გახდა. მან ხმების თითქმის 58% (57,75%) აიღო. აღსანიშნავია, რომ იგი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირის მომხრეა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, რომელსაც კრემლი აშკარა მხარდაჭერას უცხადებს, ხმების 42,25% მიიღო. მისი განცადებით, ის დამარცხებას აღიარებს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ხმის მიცემის პროცესში ვერაფერ საეჭვოს ვერ შენიშნავს

„თუ სასამართლო დაამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ ჩვენ აქ წერტილს დავსვამთ“, განაცხადა ორშაბათს დოდონმა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „მოლდპრესში” სიტყვით გამოსვლისას კი მან პრევენციის მიზნით სანდუს გამარჯვება მიულოცა.

„მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ლიდერის, მაია სანდუს, დაპირებით, ის გაუძღვება ბრძოლას ქვეყანაში ენდემური კორუფციის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ის მუშაობდა მსოფლიო ბანკში და აქამდე იყო მოლდოვის პრემიერ-მინისტრი.

საერთო ენის გამო მოლდოვას მჭიდრო კავშირი აქვს ევროკავშირის წევრ რუმინეთთან. პირველ ტურში სანდუს გამარჯვების შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, თქვა, რომ ის მოხარულია შედეგით. სანდუმ მხარდაჭერის შეტყობინებები მიიღო ასევე გერმანიის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერისა და ევროსაბჭოს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტუსკისგანაც.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღიად უჭერდა მხარს დოდონს, მან იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვასა და მის ახალ პრეზიდენტთან რუსეთი შეინარჩუნებს მყარ ურთიერთობას.

ამჟამად ქვეყანა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. მათ შორისაა მრავალი პოლიტიკური კრიზისი და 1 მილიარდი დოლარის (840 მილიონი ევრო) ოდენობის საბანკო თაღლითობის სქემა, რაც მისი წლიური ეკონომიკური პროდუქტის თითქმის 15% -ს უტოლდება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.