პირველ სექტემბერს რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 1-6 სექტემბერს რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართული რეგიონული თეატრალური დასები მიიღებენ. პანდემიის გამო, წლევანდელი ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება – საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაიცვით გაიმართება.

ფესტივალი პირველ სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა, ხოლო 6 სექტემბერს – ფოთის თეატრის მიმდებარედ დასრულდება.

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ (დამფუძნებელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე). ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.