ავტორი: ქეთა ბაღაშვილი

ახალი ამბავი არ არის ის, რომ რამდენად მომხიბლავადაც არ უნდა გამოვიყურებოდეთ შეფერილი კანით, მზის სხივებს შეუძლიათ ძალიან დააზარალონ ჩვენი ჯანმრთელობა. ერთი შეხედვით უწყინარმა მზის სხივებმა კი უამრავი დაავადებით ცხოვრება გვაიძულონ.

სიცოცხლის განმავლობაში კანი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისაგან მხოლოდ 50 000 საათი (თეთრი კანი) და 150 000 საათი (მუქი კანი) გვიცავს.

სიცოცხლის პირველი წლებიდან დაწყებული, მზესთან ურთიერთობა მაქსიმალურად ფაქიზი და უსაფრთხო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეალურია ე.წ. „მზიური კაპიტალის“ დაკარგვა – კანის გენეტიკური თვისება აღადგინოს თავისი თავი მზესთან კონტაქტის მერე. „მზიური კაპიტალი“ – ეს ასევე არის კანის უნარი მიიღოს რუჯი, მისი რქოვანი ფენის გასქელება და კანის უჯრედების აღდგენა. ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფით მოქმედებას დაგროვების თვისება გააჩნია. ამიტომ მზეზე დიდი ხნით ყოფნის დროს მისი დაბერების ნიშნები ძალიან ადრე ვლინდება: ელასტიურობის დაკარგვა, ნაოჭები, პიგმენტური ლაქები. მეცნიერთა მტკიცებით, ერთი სეზონის ინტენსიური გარუჯვა კანს 6 თვით აბერებს. ანუ, თუ უკანასკნელი 10 წელი არდადეგებს პლაჟზე ატარებდით და ეფიცხებოდით მზეს, მაშინ პირველი ნაოჭები ჩვეულებრივზე 5 წლით ადრე გაგიჩნდებათ.

„მზიური კაპიტალის“ შესანარჩუნებლად აუცილებელია, გარუჯვის დროის მაქსიმალურად შემცირება და მზისგან დამცავი საცხების გამოყენება.

ესტედერმის შეფერილი მზისგან დამცავი კრემი Bronz Sun Kiss აფერხებს დაბერების პროცესს, იცავს კანს ფოტოდაბერებისგან.

რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის და ფერის კანისთვის.

არაკომედოგენური, მსუბუქი კრემის სტრუქტურა.

კანი მომენტალურად იძენს ერთგვაროვან ოქროსფერ ელფერს. წვრილი ნაოჭები შეუმჩნეველი ხდება.

გამოყენება: დაიტანეთ სახლიდან გასვლამდე 15-20 წუთით ადრე და მზეზე ყოფნის შემთხვევაში, განაახლეთ ხანგრძლივად მზეზე ყოფნის შემთხვევაში ყოველ 2 საათში ერთხელ.

მზის დამცავი ფაქტორი

ამა თუ იმ საშუალების მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF ან IP) გვიჩვენებს, რამდენი ხანი შეიძლება ვიყოთ მზეზე მისი წასმის მერე, ისე, რომ არ შეგვეშინდეს დამწვრობის. მაგალითად, თეთრკანიანები, რომლებიც რუჯს 5 წუთში იღებენ, SPF20 საცხის გამოყენებისას მზეზე შეუძლიათ იყონ 100 წუთი, ანუ საათ-ნახევარზე მეტი. შედარებით მუქკანიანები, 1 საათიან ულტრაიისფერ დასხივებას ადვილად იტანენ, იგივე საშუალების წასმისას, მათ მზით დატკბობა 600 წუთის განმავლობაში შეუძლიათ – თითქმის მთელი დღე.

SPF-ს ლაბორატორიებში ადგენენ, 2 მილიგრამი პროდუქტის ერთ კვადრატულ სანტიმეტრ კანზე წასმის ნორმიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, SPF-ის დადგენის დროს შეუძლებელია კონკრეტული პირობების გათვალისწინება: ულტრაიისფერი გამოსხივების ძალა, მზის აბაზანების მიღების სიხშირე, ოფლიანობის ინტენსიურობა, წყალთან, ქვიშასთან და პლაჟის პირსახოცთან კონტაქტი. ამიტომ, კონკრეტულად, თქვენი SPF-ს გამოთვლისას, საჭიროა მიღებული დროის 2-2,5-ზე გაყოფა და საცხების დამატებით თვისებებზე ყურადღების გამახვილება, მაგალითად, წყალმედეგობა (Waterproof), მედეგობა ქვიშის მიმართ (Sandproof) და ოფლიანობის მიმართ (Sweat resistant).

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მზისგან დამცავი საცხი მოქმედებას წასმიდან 5-15 წუთის შემდეგ იწყებს – ამიტომ კარგი იქნება თუ მზისგან დამცავს სახლში ყოფნის დროს დაიტანთ (გამოსვლამდე 15 წუთით ადრე).

ესტედერმის რუჯის შემდგომი სახის და სხეულს SOS ლოსიონი

აღადგენს მზის შემდგომ დაზიანებულ კანს, სწრფად ხსნის სიმხურვალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. რეკმენდებულია სახის და სხეული მოვლისთვის.

გამოყენება: დაიტანეთ რუჯის შემდგომ გასუფთავებულ კანზე.

მზე და წყალი

წყალი, მზის სინათლის მხოლოდ 5% ირეკლავს (ქვიშა 20%). ამიტომ წყალსაც შეუძლია „მწველი სიურპრიზების“ გაკეთება. ის ულტრაიისფერი სხივების 50% ატარებს და თავისი სიგრილით საშიშროების გრძნობას ანელებს. ამიტომ დამცავი საცხის შეძენისას, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, აწერია თუ არა მას Waterproof (წყალგამძლე). განსაკუთრებული წყალგაუმტარი კომპონენტების ხარჯზე ეს პრეპარეტები კანს, წყალში საათიანი ყოფნის მერეც ეფექტურად იცავს.

ყოველი ბანაობის მერე არ დაგავიწყდეთ კანის კარგად გაწმენდა, რადგან წყლის დარჩენილი წვეთები პატარა ლუპებივით მოქმედებს და ძლიერ დამწვრობას იწვევს.

Caudalie-ის სხეულის მოვლის ბუნებრივი საშუალებები აერთიანებს ვაზის ლერწმისა და ყურძნის საუკეთესო სამკურნალო თვისებებს, რაც უზრუნველყოფს თქვენი კანის კვებას, ხავერდოვნებასა და სილამაზეს.

ასე რომ, ზაფხულის ცხელ ფაზაში შესვლასთან ერთად, შეცვლილ სხეულის ფერთან და საზაფხულოდ გადაწყობილ გარეგნობასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრიც.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.