ავტორი: ქეთა ბაღაშვილი
ზაფხული ის პერიოდია, როდესაც კანის მოვლისას ყველაზე მეტი ყურადღება მის მზისგან დაცვას უნდა დავუთმოთ. ახალი ამბავი არ არის, რომ ჭარბი მზე ისევე სახიფათოა, როგორც მზის ნაკლებობა. მზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში სითბოს, სინათლის და D ვიტამინის სინთეზისა და ბუნებრივი ანტი–სტრესული, ანტი – დეპრესანტული მოქმედების გამო. მზესთან ერთად და არც ერთი დღე მზის გარეშე, თავისი დადებითი ეფექტების სტიმულირებითა და უარყოფითი ეფექტების დაბლოკვით.
რატომ არის მზე საშიში?
თუ კანი მზის ზემოქმედების ქვეშ დიდი ხნით ექცევა, მაშინ ულტრაიისფერი სხივებისაგან მისი ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი არასაკმარისი ხდება.ულტრაიისფერი В სხივები კანის ზედაპირულ შრეში აღწევს და ნამზეურსა და მზით დამწვრობას იწვევს. რაც შეეხება, ულტრაიისფერი სპექტრის А სხივებს, ისინი დიდი ხნის განმავლობაში უვნებელი ეგონათ, რადგან გადაჭარბებული დასხივებაც კი არ იწვევს დამწვრობას. უკანასკნელ წლებში გაირკვა, რომ В სხივებისაგან განსხვავებით, А-სხივები კანში ღრმად აღწევს და მისი სტრუქტურის ძირითადი ცილების: კოლაგენისა და ელასტინის გამოუსწორებელ დაზიანებებს იწვევს, ანაოჭებს კანს, ასტიმულირებს ფოტოდაბერების პროცესს და ა.შ. ამას თან ერთვის უჯრედების აღნაგობის შეცვლა (დნმ–ის რღვევა, კანის კიბოს სტიმულირება) და ამით გამოწვეული ალერგიული რეაქციები. გარდა ამისა, მზის გამოსხივება კანში თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის – ეს აგრესიული, უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები კანის უჯრედებს შლის, რაც მის ადრეულ დაბერებას იწვევს.
მზის დამცავი ფაქტორი
ამა თუ იმ საშუალების მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF ან IP) გვიჩვენებს, რამდენი ხანი შეიძლება ვიყოთ მზეზე მისი წასმის მერე, ისე, რომ არ შეგვეშინდეს დამწვრობის. მაგალითად, თეთრკანიანები, რომლებიც რუჯს 5 წუთში იღებენ, SPF20 საცხის გამოყენებისას მზეზე შეუძლიათ იყონ 100 წუთი, ანუ საათნახევარზე მეტი. შედარებით მუქკანიანები, 1 საათიან ულტრაიისფერ დასხივებას ადვილად იტანენ, იგივე საშუალების წასმისას, მათ მზით დატკბობა 600 წუთის განმავლობაში შეუძლიათ – თითქმის მთელი დღე (არ უნდა დაგვავიწყდეს ნებისმიერი დამცავის 2 საათში ერთხელ დატანება).
SPF-ს ლაბორატორიებში ადგენენ კანზე წასმას 2 მილიგრამი პროდუქტის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე, ნორმიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, SPF-ის დადგენის დროს შეუძლებელია კონკრეტული პირობების გათვალისწინება: ულტრაიისფერი გამოსხივების ძალა, მზის აბაზანების მიღების სიხშირე, ოფლიანობის ინტენსიურობა, წყალთან, ქვიშასთან და პლაჟის პირსახოცთან კონტაქტი. ამიტომ კონკრეტულად თქვენი SPF-ს გამოთვლისას, საჭიროა მიღებული დროის 2-2,5-ზე გაყოფა და საცხების დამატებით თვისებებზე ყურადღების გამახვილება, მაგალითად, წყალმედეგობა(waterproof), მედეგობა ქვიშის მიმართ(sandproof) და ოფლიანობის მიმართ(sweat resistant).
ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მზისგან დამცავი საცხი მოქმედებას წასმიდან 5-15 წუთის შემდეგ იწყებს – ამიტომ კარგი იქნება თუ მზისგან დამცავს სახლში ყოფნის დროს დაიტანთ (გამოსვლამდე 15წუთით ადრე).
მზეზე ყველა ექსპოზიციას, სჭირდება მზისგან დამცავი საშუალება. თანამედროვე კოსმეტიკურ ბაზარზე მზისგან დამცავების ფართო არჩევანია, ცნობილი ბრენდებიდან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Bioderma-ას ბრენდის Photoderm-ის გამას; თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენს კანზე ადაპტირებული მზისგან დამცავი და მზის შემდგომი საშუალებები ( მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან გამომდინარე, ნებისმიერი პრობლემატიკისთვის).
გამოყენების წესი: დაიტანეთ სახესა და ტანზე წრიული მოძრაობით, წყალთან კონტაქტის შედეგად გარდაიქმნება ჰაეროვან ქაფად; ჩამოიბანება წყლით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, მშრალი და გაუხეშებული ფეხის პრობლემა ზაფხულის მზის, ქვიშისა და ზღვის მარილიანი წყლის გათვალისწინებით. უნიკალური, ფრანგული ბრენდი კოდალი გთავაზობთ შეუცვლელ ფეხის კრემს, რომელიც გამდიდრებულია ვინოლევიურით (კოდალის ექსკლუზიური ინგრედიენტი– 1საათში 61% დატენიანება), ყურძნის წიპწებითა და კარიტეს კარაქით. შექმნილია ძალიან მშრალი, გაუხეშებული კანისთვის, გამაგრილებელი ბალზამის ტექსტურის მქონე; ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს და აღადგენს კანს. კანი კვლავ რბილი, ნაზი და ელასტიურია. გაჯერებულია ციტრუსისა და მენთოლის არომატით, 93% ნატურალურია; როგორც ბრენდის ყველა პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, მინერალურ ზეთებსა და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს.