როგორ ვაქციოთ ბავშვობის ოცნებები მაღალანაზღაურებად სამსახურად

თუკი იმ კლასიკურ სამსახურეობრივ პოზიციათა შორის, ჩვენ გარშემო ასე მასშტაბურად რომ არის გავრცელებული, საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენთ, შეიძლება ბავშვობის ოცნებების გახსენება დაგეხმაროთ საუკეთესო სამსახურისა და საქმის პოვნაში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ბავშვობას რა უკავშირდება – ლეგოებით თამაში, დისნეის სამყარო, თავგადასავლებისა და მოგზაურობის სურვილი თუ უბრალოდ საყვარელი ტკბილეულის, მაგალითად, ნაყინის ჭამა. მთავარი ისაა, რომ თურმე, შესაძლებელია ბავშვობის ოცნებები საყვარელ საქმიანობად ვაქციოთ. ქვევით სწორედ ამის რამდენიმე მაგალითია:

1) Disney Imagineer

სამუშაოს აღწერა: თუკი დისნეილენდი ზღაპრული პარკით, თავისი ატრაქციონებით, ლაივ შოუებით, სასტუმროებით, მუზეუმებითა თუ რესტორნებით ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის სტუმარს აოცებს, ეს დიდწილად Disney Imagineer-ის პოზიციაზე მყოფის დამსახურებაა, რომელსაც უწევს მოიფიქროს პროექტები, ინოვაციური ტექნოლოგიები და უბრალოდ კრეატიული იდეები იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანის სახეს ღიმილი მოჰფინოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საჭიროა კანდიდატი იყოს ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებების, ან არქიტექტურის კურსდამთავრებული.

( jobs.disneycareers.com-ზე ახლაც დევს ვაკანსია მოცემულ პოზიციაზე 🙂 )

2) Legoland Designer

სამუშაოს აღწერა: ბავშვობაში ლეგოებით თამაშით გატაცებამ, შესაძლოა, Legoland Designer-ის პოზიციამდე მიგიყვანოთ, რაც ბავშვურ თამაშს ანაზღაურებად და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამსახურად აქცევს. Legoland-ის დიზაინერს უწევს მოიფიქროს და ააშენოს ლამაზი და რთული კონსტრუქციები ცხოველებისა თუ სხვადასხვა საგნების სახით და რაც მთავარია, რეალურ ზომებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინჟინერია, არქიტექტურა, დიზაინი.

3) Ben & Jerry’s Flavour Guru (Basically, an Ice Cream Taster)

სამუშაოს აღწერა: ნაყინის მოყვარულების საოცნებო სამსახური ნაყინის დაგემოვნებაში ჰონორარის აღებაა. სწორედ ამ პოზიციაზეა Ben & Jerry’s-ში მომუშავე 13 ბედნიერი ადამიანი, რომელიც დაგემოვნებასთან ერთად ქმნის ახალ-ახალ გემოებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კვების ტექნოლოგიები და კვების მეცნიერება.

4) Travel Blogger

სამუშაოს აღწერა: წარმოვიდგინოთ, რომ მაღალი ანაზღაურება ხშირი მოგზაურობებისთვის კი არ გვჭირდება, არამედ მოგზაურობა გვჭირდება შემოსავლებისათვის. მრავალი მსხვილი სამოგზაურო კომპანია ეძებს ადამიანს, რომელიც მათ ტურში მიიღებს მონაწილეობას და მოგზაურობით მიღებულ განცდებსა თუ გამოცდილებას საკუთარ ბლოგზე გააზიარებს. ამისთვის საჭიროა კარგი წერის უნარები და რა თქმა უნდა მოგზაურობის სიყვარული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მედია და კომუნიკაციები, მარკეტინგი.

5) Professional Sleeper

სამუშაო აღწერა: საკმარისი ძილი ეს ის ოცნებაა, მხოლოდ ბავშვობას რომ არ ეკუთვნის. პასუხისმგებლობები რომ არა, ზოგი ადამიანი დღის ნახევარზე მეტს ძილს დაუთმობდა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა შენი პასუხისმგებლობა და სამსახურეობრივი მოვალეობა ძილია? ზოგიერთ ძვირადღირებულ ავეჯის მაღაზიაში არის პოზიცია, რომელზე მომუშავესაც ევალება დატესტოს საწოლი რამდენად კომფორტულია, შედეგად კი, დაწეროს ამ “გამოცდილებაზე” კომენტარები და მცირე მიმოხილვა. შემოსავალი ამ სამასხურიდან თვეში დაახლოებით 1200$-ს შეადგენს, თუმცა, თუ ეს ანაზღაურება არადამაკმაყოფილებელია, სხვა შემოთავაზებებიც არსებობს. დაეხმარეთ ნასას მეცნიერულ მიღწევებში. პარალელურად კი, შეგიძლიათ თვეში 9000$ მიიღოთ. ამისთვის უნდა იძინოთ იმ განსაზღვრული საათების, ან ზოგჯერ დღის განმავლობაში, რამდენსაც მიგითითებენ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მთავარია ინსომნიისგან შორს იყოთ, სხვა მოთხოვნები არ არსებობს.

საყვარელი საქმიანობა თუ ვერ გაპოვნინათ, იქნებ ბავშვობის სხვა ოცნებები მაინც გაგახსენოთ ამ მაგალითებმა. ვინ იცის კიდევ რომელი ოცნება შეიძლება იქცეს მაღალანაზღაურებად სამსახურად.

წყარო: Crimson