“საკუთარი შეცდომები გვიბიძგებს, რომ წინ წავიდეთ” – ბრიჯიტ რაილი

ბრიჯეტ რაილი, ვიზუალური არტისტი, რომელმაც ადამიანები სამყაროსა და რეალობის თავისებური აღქმით მრავალჯერ გააოცა, ხელოვნების საშუალებით საკუთარი აზრებისა და შეხედულებების გადმოცემას 90 წლის ასაკშიც განაგრძობს. 

Photo © Christian Wickler

“ბიბისისთან” ინტერვიუში ბრიჯიტმა აღნიშნა, რომ ხელოვნებას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, თუ როგორ ფიქრობს და აზროვნებს ის. არტისტის აზრით, ხელოვანი ადამიანები ყველაზე სანდო “მოწმეები” არიან საზოგადოების ნაკლოვანებებისა და თავის თავსაც ამის  ერთ-ერთ “მოწმედ” მიიჩნევს.

Ბრიჯეტის ერთ-ერთი უდიდესი ინსპირაცია ანრი მატისია და ინტერვიუსას მის ერთ-ერთ ციტატასაც იხმობს: “არასდროს მოიშორო შენი შეცდომები”.

“საკუთარი შეცდომები გვიბიძგებს, რომ წინ წავიდეთ, ვიფიქროთ და გავაანალიზოთ ოდნავ უკეთესად, რას ვაკეთებთ და რატომ.” – ამბობს ბრიჯიტ რაილი.

მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანი იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევრებიც დატოვებენ კვალს, შეიტანენ წვლილს ადამიანების “წესრიგში, სტაბილურობასა და სიცოცხლის სიყვარულში”.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.