საქართველომ სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) გაიმარჯვა

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) საქართველომ სარეკლამო რგოლით – One Blood: Georgia, გაიმარჯვა.

“ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს ვისაც მიუძღვის წვლილი ამ დიდ და საამაყო საქმეში! ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის უდიდესი მიღწევაა!” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა  საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა.

სათავგასავლო ტურიზმის სამიტი 2005 წლიდა ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი ღონიოსძიება შვედეთის ქალაქ გოთენბურგში ჩატარდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.