დღეს Apple-ის ვებ–გვერდი განსხვავებულად გამოიყურება. სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან 10 წლისთავზე, Apple-მა მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც მთლიანად მისი ფრაზებითა და პროდუქციის წარდგენის ცერემონიებიდან ამოჭრილი ფრაგმენტებითაა შედგენილი.
ვიდეო მელანქოლიური საფორტეპიანო მუსიკითაა გაფორმებული და თან ახალგაზრდა სტივ ჯობსის შავ-თეთრი ფოტოები ახლავს. მოკლემეტრაჟიანი ფილმის ქვემოთ ჯობსის ოჯახის მიმართვაც არის განთავსებული:
“სტივის ყველა საჩუქარს შორის უმთავრესი იყო მისი სიძლიერე, რათა გაეძლო, როგორც მასწავლებელს. მან გვასწავლა, ვიყოთ ღია მსოფლიოსათვის, მისი მშვენიერებისთვის, ვიყოთ ცნობისმოყვარე ახალი იდეებისთვის, გვაინტერესებდეს, რა ხდება ჩვენს წინ და ნებისმიერ კუთხეში და, რაც მთავარია, დავრჩეთ თავმდაბალნი დამწყებთათვის.”
Apple-ის დამფუძნებელი 2011 წლის 5 ოქტომბერს პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა. მის სახელს ისეთი პროდუქტები უკავშრდება, როგორიცაა iPhone, iPad და Mac OS X.