სოციალურ ქსელ ფეისბუქში ცვლილებები გრძელდება. ამჯერად კომპანია მომხმარებლისთვის სახის ამოცნობის სისტემის გაუქმებას აპირებს. მიზეზი კონფიდენციალურობის დარღვევის გამო ათასობით “შეშფოთებული მომხმარებელია” ყოველდღიურად.
ეს იმას ნიშნავს, რომ ფეისბუქი თქვენი ან თქვენი მეგობრების მიერ ატვირთულ ფოტოებსა თუ ვიდეოებში თქვენ ან რომელიმე პირის ავტომატურად იდენტიფიკაციას ვეღარ შეძლებს. სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ წაშლიან უკვე არსებულ შაბლონებსაც, რომელთა რაოდენობაც მილიარდს აღემატება.
ამასთანავე, კომპანია კვლავ მიიჩნევს, რომ სახის ამოცნობის ტექნოლოგია ზოგიერთ შემთხვევაში მაინც სასარგებლოა, მაგალითად, დაბლოკილ ანგარიშებზე წვდომისათვის ან ბრმა ან მხედველობის უნარდაქვეითებული მომხმარებელთათვის.