ქართული სასამართლოს განვითარების უახლესი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები

საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის ორგანიზებით 2019 წლის 17 სექტემბერს თბილისში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით ,,ქართული სასამართლოს განვითარების უახლესი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები.“

ღონისძიების ფარგლებში ასოციაციის წევრებმა, ისაუბრეს სასამართლოს განვითარების უახლეს ისტორიაზე, ქალის როლის გაძლიერებაზე, თანამედროვეობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე სასამართლო სისტემაში.

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი, დონორი ორგანიზაციები, მოქმედი მოსამართლები და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, გეგმავს ყოვეწლიური სახე მისცეს აღნიშნული ფორმატის კონფერენციას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.